
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„ვერძი - ორშაბათსა და სამშაბათს მოერიდეთ თვითნებობას, განსაკუთრებით უცხო გარემოში ან უცნობ ადამიანებთან. ყველაზე უწყინარმა ხუმრობამაც კი შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
კურო
კვირის დასაწყისი წარმატებებს გპირდებათ სამუშაოს მხრივ. მცირეოდენი ძალისხმევით დაძლევთ ძველ ამოცანას. იფიქრეთ არასტანდარტულად, მაგრამ საფუძვლიანად.
ტყუპები
თუ გსურთ განავითაროთ ცოდნა და უნარები, ორშაბათი და სამშაბათი საუკეთესო დროა, რათა დაგეგმოთ სწავლის კურსი ან გამგზავრება.
კირჩხიბი
კვირის პირველ დღეებში ეცადეთ, უცხო გარემოში არ მოხვდეთ. გექნებათ დისკომფორტი და შესაძლოა ისეთი რამ გააკეთოთ, რასაც შემდეგ ინანებთ.
ლომი
იყავით დელიკატური და მოთმინებით მოეკიდეთ პარტნიორთან ურთიერთობას. სჯობს მოუსმინოთ, ვიდრე იკამათოთ — ამ კამათში მოგება ძნელი იქნება, თუმცა ერთ-ორ მწარე სიტყვას მაინც ეტყვით.
ქალწული
სამუშაო მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინებას. ნუ მოეშვებით და ყველაფერს თავის ნებაზე ნუ მიუშვებთ, თორემ დაგემატებათ წვრილმანი პრობლემები. ოთხშაბათი და ხუთშაბათი მეგობრული კავშირების განსამტკიცებლად კარგი დროა.
სასწორი
თუ რომანტიკული უქმეები გსურთ, ისინი სწორედ ამ შაბათ-კვირას დაგეგმეთ. იქნება ვნება, ჰარმონია და ურთიერთგაგება. მოიკრიბეთ სულიერი ძალა და დანიშნეთ შეხვედრა.
მორიელი
პარასკევს, შაბათს და კვირას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეიძლება მოულოდნელად დაიღალოთ. მოერიდეთ გაციებას და გაუფრთხილდით საშარდე სისტემას.
მშვილდოსანი
თუ საქმიანი მივლინება გაქვთ დაგეგმილი, ჯერ დაასრულეთ საოჯახო საკითხები. თორემ აურზაურში ვერც საქმეს მოუვლით და ვერც ახლობლებთან მშვიდად იქნებით.
თხის რქა
კვირის დასაწყისში შესაძლებელია მცირე, მაგრამ დამსახურებული ჯილდო. ოთხშაბათი და ხუთშაბათი კარგი დროა საკითხების გადასაწყვეტად, შეხვედრებისთვის და მიმოწერისთვის.
მერწყული
ორშაბათსა და სამშაბათს გამოყავით დრო იმ თემებისთვის, რაც თქვენთვის პირადად მნიშვნელოვანია. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს – ფრთხილად ფინანსებთან, მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.
თევზები
მძიმე და შრომატევადი კვირა წარმატებულად დასრულდება. შედეგი და ფინანსური ბონუსი ნამდვილად გაგახარებთ. არ მოეშვათ, იყავით აქტიური და თავდაჯერებული“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიკეთე და სიყვარული იყოს ჩვენს გულებში!“ - თათია შარანგია საზოგადოებას აღდგომას ულოცავს
⭕„საოცარი ადამიანი ხარ“ - ირინა ონაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს