Digest Logo

🎥 „კვირის მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ, ახლა თქვენი დროა, გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი“ - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

3 მარტი 8:19
მიხეილ_ცაგარელი

„დედამიწა გადავიდა პოზიტიურ ენერგოველში, იდეების რეალიზაცია გაადვილდება, ურთიერთგაგება იმატებს, ჯანმრთელობა დასტაბილურება. ზოგადად მარტი არის ძალიან რთული თვე, გველოდება დაბნელების დერეფანი. ბევრი რაღაც გადაწყდება, არა მხოლოდ თითოეულის ცხოვრებაში, არამედ მსოფლიოში.

ხუთშაბათი დღე ითხოვს ყურადღებას, თუ გამოხვედით სახლიდან და ცივმა ქარმა დაგიბერათ სახეში და არ გესიამოვნათ დაბრუნდით არ წახვიდეთ ამ საქმეზე“, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მიმდინარე კვირაში მათი პროგნოზი ასეთია: 

ვერძი - აქტიური, ენერგიული ხართ. ყველაფერი წინა პლანზეა, მაგრამ ეცადეთ დაისვენოთ და დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. არ სძინავთ ფარულ მტრებს და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან. 

კურო - მატულობს შარმი და მიზიდულობა, მთავარია არ იჩქაროთ. ახალი საქმე და პროექტები შეგიძლიათ დაიწყოთ, თუმცა მთავარია არ აჩქარდეთ. 

ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია, ერთადერთი თხოვნაა სამყაროსგან არ გადაიღალოთ და ასევე ნუ მისცემთ ადამიანებს დაპირებას ისეთს, რასაც ვერ შეასრულებთ, ამან შეიძლება გამიწვიოს კონფლიქტი.

კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხართ, ენერგია არის არნახული. ინტუიცია მაღალია, უცხოელებთან კონტაქტისთვის საუკეთესო პერიოდია, იმოგზაურეთ. ასე უბრალოდ ჯდომა არ შეიძლება, ყველაფერი მოდის ახლა. 

ლომი - ენერგოტონუსი ეცემა უმჯობესია დაისვენოთ და ენაზე კბილი დააჭიროთ. 

ქალწული - შეუპოვარი ხართ, მთავარია აქ პარტნიორული ურთიერთობები.

სასწორი - ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაეხმარეთ სხვებს, ვისაც ეს სჭირდება. 

მორიელი - ერთ-ერთი ფავორიტია, ენერგიული და კრეატიულია. ბევრი რამ გამოგდით, საუკეთესო პერიოდია ყველა მიმართულებით, ენდეთ ინტუიციას. ყურადღება მიაქციეთ სარკასტულ გამოთქმებს. 

მშვილდოსანი - არ გადაიღალოთ, უმჯობესია დაისვენოთ. ეცადეთ მიმდინარე კვირაში მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს. 

თხის რქა - კარგი პერიოდია მოლაპარაკებისთვის, მოგზაურობისთვის. შანსები წარმატების მაღალია, გქონდეთ ინტერნეტთან კონტაქტი. 

მერწყული - გამოიძინეთ, დაისვენეთ რომ იყოს კარგი კვირა. არის ალბათობა მაღალი ფინანსური წარმატების, შეიძლება ძველი საქმეებისგან მიიღოთ შემოსავალი.

თევზები - აი, მთავარი ფავორიტი ნიშანი ვინ არის. ყველაფერი ხართ წარმატებული, მაღალი ინტუიცია გაქვთ ხართ კარგი შვილი, დედა და ახლა თქვენი დროა, იაქტიურეთ გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დედობის ეტალონი ხარ! შენ შეგიძლია მხოლოდ იყო ასეთი დედა, შენი დედობა შემდგარია და შენი დედობა ისტორიას დაწერს!“ - გიორგი ჟორჟოლიანი

⭕„დედა, ყველაფერი კარგის საწყისი და უსასრულობა“ - თიკა ფაცაციას დედას დედის დღეს ულოცავს

🎥 როგორი დედები არიან ზოდიაქოს ნიშნები? და რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი დედა? - ანზორ ოდიშარიას პროგნოზი