Digest Logo

🎥 როგორი დედები არიან ზოდიაქოს ნიშნები? და რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი დედა? - ანზორ ოდიშარიას პროგნოზი

1740983639
ანზრო ოდიშარია

როგორი დედები არიან ზოდიაქოს ნიშნები? რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი დედა და რა დამოკიდებულება აქვთ მათ შვილებთან - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.

ვერძი

ასწავლის შვილს გამძლეობას და ამტანობას, არ უყვარს როცა შვილი მოდუნებულია. იგი შვილს ასწავლის, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ეს ნიშანი გამორჩეული დედაა. 

ლომი

ერთ-ერთი ფანტასტიკური დედაა, ცდილობენ ანახვოს ბავშვს რა არის ბედნიერებაა და ისინი აძლევენ შვილებს მოტივაციას და განცდებს,  ყო­ველ­თვის უყ­ვარს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ყოფ­ნა, ამი­ტომ კარგ მა­გა­ლითს აძ­ლევს პა­ტა­რებს სა­ი­მი­სოდ, რო­გო­რი უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი. 

თუმცა ლომს აქვს ერთი ცუდი თვისება, თუ ბევრი შვილი ჰყავს შეიძლება გამოარჩიოს შვილი. 

მშვილდოსანი

მშობლები, რომლებიც შვილებს სილაღეს და თავისუფლებას ასწავლიან. მშვილდოსანი შვილები არიან ლაღი ბავშვები. 

კირჩხიბი

დედათა დედა ნიშანია,  შვილებზე გადამკვდარი და თავდადებული დედაა. შეუძლია ბავშვების გაჩენის შემდეგ საკუთარი თავი მთლიანად შვილებსა და მათ მომავალზე ზრუნვას მიუძღვნას. აქვთ მაქსიმალური ჩართულობა შვილების აღზრდაში. 

მორიელი

ყველაზე საინტერესო ხასიათის მშობლები არიან, რომელსაც შეუძლია შვილის სადარაჯოზე დადგეს. მან იცის, რომ ცხოვრება არ არის მარტივი და მუდამ სადარაჯოზეა, რომ შვილი არავინ გააბრაზოს.

თევზები

თევზები ეს არის სულიერება, ყველაზე საინტერესო მშობელია, არის მიმტევებელი და ყველაფრის გაგება შეუძლია. თევზებს შეუძლია შვილის სწორად მომზადება სამყაროსთვის. ერთ-ერთი ყველაზე თბილი, ემოციური და მზრუნველი დედაა.

კურო

კურო დედა უფრო მეგობარი ნიშანია და ის ერთ-ერთი გამორჩეული მზრუნველი დედაა, ცდილობს ასწავლოს ბავშვს მარტივი ცხოვრებისეული წესები.

თხის რქა

გამორჩეული და გმირი დედები არიან, ყველაზე მდგრადი და კლდე დედაა. ისინი არ აჩვენებენ ემოციებს, მაგრამ ომში წამოგყვება და შენს მაგივრად სხვებს დამარხავს. 

ქალწული

ყველა დეტალზე ორიენტირებულია და გადამეტებული მზრუნველობა აქვთ, ასწავლის წესებს რომლებიც დეტალებზეა ორიენტირებული.

სასწორი

ყველაზე პარტნიორული ნიშანია, როცა შვილი ჰყავს ცდილობს გახდეს მისი მეგობარი.

ტყუპები

ბავშვების გამრთობები არიან, ინტელექტუალურად ეს ბავშვები ყოველთვის წინ არიან.

მერწყული

მე­გობ­რუ­ლი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დე­დაა. მოს­წონს კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში. ისინი შვილებს დიდი თავისუფლებას აძლევენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ დედის ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან დაიცავთ

⭕საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

🎥 გაიცანით, ჩემპიონი შვილების მარტოხელა დედა - „ჩვენ ერთად გავაკეთებთ ყველაფერს დიდი მიზნამდე მისასვლელად“