Digest Logo

„ლომთა კარიბჭე“, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება... მის დასრულებას კარმული დერეფნის პერიოდი მოჰყვება“ - ფენშუის სპეციალისტი

1785849803
ლომები ლომები

მღელვარე და არცთუ მშვიდი წლის პირველი ნახევარი უკვე უკან მოვიტოვეთ. წინ არანაკლებ დატვირთული მეორე ნახევარი გველოდება, თუმცა ამჟამად წლის ერთ-ერთ ყველაზე ენერგეტიკულად აქტიურ პერიოდში ვიმყოფებით „ლომთა კარიბჭე“, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება.

მის დასრულებას კი კარმული დერეფნის პერიოდი მოჰყვება.

ამ ფონზე ჩვენი ბა ცზის აგვისტოს აქტივაციებიც განსაკუთრებულ ძალას იძენს. მათ შორის რამდენიმე მართლაც გამორჩეულია.

რატომ❓

გარდა „ლომთა კარიბჭის“ ენერგიისა, აგვისტო 丙申ცეცხლოვანი მაიმუნის თვეა. თავად მაიმუნი ლითონის ელემენტის მატარებელია, ხოლო ცეცხლი ლითონს აკონტროლებს. ბა ცზის ენაზე შეიძლება ითქვას, რომ „აყვავების ენერგია საკუთარ ფულზე ზის“ - ანუ ჩნდება შესაძლებლობა, რესურსები საკუთარი მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისად გარდავქმნათ.

✨ სწორედ ამიტომ, ეს თვე შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანსფორმაციების პერიოდი გახდეს, როგორც გლობალურ დონეზე, ისე თითოეული ჩვენგანისთვის. მოვლენებმა შეიძლება დაგვანახოს შემოსავლის, საქმიანობისა და განვითარების სრულიად ახალი გზები.

👉 ამასთანავე, აგვისტოში მფრინავი ვარსკვლავების კომბინაციებიც განსაკუთრებით საინტერესოა. სწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი ხელს უწყობს ჯანმრთელობის, ურთიერთობების, სიყვარულის, ვნების, ახალი შესაძლებლობებისა და ფინანსური ზრდის ენერგიების გააქტიურებას. გვაქვს რამდენიმე ძალიან ძლიერი სექტორი, რომელთა რესურსის გააქტიურებაც შესაბამისი აქტივაციებით შეგვიძლია.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია, რომელ ბაგა-ბაღებში შეიტანეს ცხენის ხორცი, საქონლის ხორცის ნაცვლად

⭕რომელი საკვები არ უნდა დატოვოთ მანქანაში ზაფხულში – პროდუქტები, რომლებიც სიცხეში სწრაფად ფუჭდება

⭕ „აძლიერებს იღბალს“ - აგვისტოს ჯადოსნური კოდები თაკო მელიქიშვილისგან