25 ოქტომბერს მზის დაბნელებაა, 8 ნოემბერს კი მთვარის. ამ პერიოდს ასტროლოგები დაბნელების დერეფანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცდუნებების, კონფლიქტების, გონების დაბინდვისა და არაადეკვატური მოქმედების რისკი გაორმაგებულია. პლუს ამას, დღეიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ნეგატიურ ტენდენციებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, დადებითი განწყობის შენარჩუნებას სთხოვს და ურჩევს, პოზიტიურ მოვლენებზე იყვნენ ორიენტირებულები.
„მოგეხსენებათ, დაბნელებების დერეფანი გვაქვს გასავლელი. თან ამავდროულად დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რაც ადამიანებს გონებას უბინდავს. მოიმატებს აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ავტოკატასტროფებისა და ნეგატიური მოვლენების განვითარება. ამიტომ, აბსოლუტურად ყველას გთხოვთ, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, გადადეთ ნებისმიერი სადავო საკითხი 15 ნოემბრამდე და შემდეგ განიხილეთ ის. რაც შეეხება რჩევას, ეცადეთ, დადებითზე ორიენტირდეთ, ბევრი იურთიერთეთ ბუნებასთან და რაც მთავარია, ილოცეთ. ლოცვა და მამაო ჩვენოს წაკითხვა ყველაზე მეტად დაგიცავთ ნეგატიური ენერგიებისგან“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „ტვ პირველის“ ეთერში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ