
„მაღალი კორტიზოლი, სტრესი, მზის წნულის დაზიანებული მდგომარეობა - როგორ დავძლიოთ ემოციური პრობლემები და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ბლოგერი, ეზოტერიკოსი მარის გრიმუარი საუბრობს:
„კორტიზოლი - თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული სტრესის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, იმუნიტეტს, იმუნურ პასუხს და ენერგიას. ქრონიკულად მაღალი კორტიზოლი იწვევს ნერვული სისტემის დარღვევებს, შფოთვას ან დეპრესიას, წონის მატებას, დიაბეტს, ქრონიკულ დაღლილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ა.შ…
ენერგეტიკული ახსნა:
კორტიზოლი ასახავს ენერგეტიკულ დისბალანსს ჩაკრებში, განსაკუთრებით პირველ, მეორე და მესამე ჩაკრაში. განსაკუთრებით აისახება მესამე ჩაკრაზე - მზის წნულზე. სტრესი ბლოკავს სასიცოცხლო ენერგიის მიმოცვლას ჩვენს სხეულში. კორტიზოლის მაღალი დონე მიუთითებს ემოციურ ბლოკებზე ან სულიერ დაძაბულობაზე, რაც სხეულსა და სულს ერთმანეთისგან აშორებს. ხშირად ეს ხდება გადატანილი სტრესის ან ტრავმის ფონზე. ასევე შიშის და ფიზიკური დატვირთვის დროს კორტიზოლი იმატებს.
როგორ მოქმედებს კორტიზოლი მზის წნულზე?
კორტიზოლი, როგორც სტრესის ჰორმონი, აქტიურად მომნელებელ სისტემაზე და ყველა მიმდებარე ჯირკვალზე, რომლებიც ისედაც ანატომიურად ახლოსაა ამ ჩაკრასთან. ქრონიკული სტრესი “გადაწვავს” მანიპურას. ცეცხლის ელემენტი გადაჭარბებულად იწვევს ჰიპერაქტივობას და შემდეგ იგი გადადის ჰიპოაქტივობაში - მაშასადამე ქვეითდება.
მაღალი კორტიზოლი (ჰიპერ): იწვევს ბრაზს, კონტროლის მანიას, საჭმლის მონელების პრობლემებს (წყლულებს, გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს). ენერგეტიკულად: ჩაკრა “იფეთქებს” , ენერგია გაფანტება, რაც იწვევს გადაწვას.
დაბალი (ჰიპო): დაბალი თვითშეფასება, გადაწყვეტილების მიღების შიში, დაბნეულობა, დაღლილობა, კრიტიკა, მსხვერპლად ყოფნის განცდა, დეპრესია. როცა კორტიზოლი იწურება – ბლოკავს მანიპურას, რაც ამცირებს “შინააგან ცეცხლს” და სიცოცხლის ენერგიას (პრანა).
შამანიზმში ეს პროცესი განიხილება როგორც სხეულის “შიშის ენერგიის” გამოხატულება, რომელიც არღვევს სულის ბალანსს, კავშირს ბუნებასთან და წინაპრებთან. სტრესი იწვევს “სულის დაკარგვას”, რადგან ამ დროს სული ვერ გრძნობს თავს სხეულში უსაფრთხოდ. თანამედროვე მედიცინის ენაზე ეს ყველაფერი ვლინდება ჰორმონალური დისბალანსით.
აღმოსავლური მედიცინის (ჩინური ტრადიციული, აიურვედა) ენაზე, ეს პროცესი დაკავშირებულია “ჩი”-ს იგივე “პრანა”-ს ანუ სასიცოცხლო ენერგიის სტაგნაციასთან, რომელსაც იწვევს სტრესი. ხშირად ვლინდება შფოთვების, პანიკური შეტევების, ინტრუსიული და აკვიატებული ფიქრების სახით.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ვუშველოთ თავს?
1-2 კვირაში მარტივი ენერგეტიკული სამუშაოებით შესაძლებელია შედეგის დანახვა.
თუ უფრო მეტად მშფოთვარე მდგომარეობა გაქვთ, გაწუხებთ ბრაზი, ადვილად ღიზიანდებით, მუცელში გრძნობთ წვას/სიმხურვალეს - ესე იგი მანიპურას აქტივობა ძლიერია და კორტიზოლის დონეც მაღალია(შეგიძლიათ ანალიზიც გაიკეთოთ და შეამოწმოთ კორტიზოლის მაჩვენებელი).
ამ დროს დაგჭირდებათ იფიქროთ სტრესის შემცირებაზე, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაზე. ისუნთქეთ მხოლოდ მარცხენა ნესტოდან დღეში 5-წთ (ამშვიდებს). გაატარეთ დრო წყალთან ახლოს, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სხეულის გახურებას. კარგია ცივი კერძების ან სასმელების მირთმევა. ამოიღეთ მოხმარებიდან ცხარე და ცხელი კერძები, წითელი ხორცი. ასევე ალკოჰოლი და თამბაქო. დალიეთ ლიმონიანი წყალი. ასევე პიტნა მოქმედებს ძალიან კარგად (ამცირებს ცეცხლს). დამამშვიდებელი ნატურალური ქვები: მთვარის ქვა, ცისფერი კალციტი, აქვამარინი…
თუ დეპრესია, უმოტივაციობა, დაქვეითებული მეტაბოლიზმი, დაბალი თვითშეფასება გაწუხებთ, ესე იგი მანიპურა “გადამწვარ” მდგომარეობაშია, ესე იგი სტრესი იმდენად მძლავრი იყო რომ ჩაკრის მოქმედება შეფერხებულ მდგომარეობაშია და ესაჭიროება სტიმულაცია. ამისთვის 320hz სიხშირის მუსიკა ასტიმულირებს მესამე ჩაკრას.
ატარეთ მინერალები: ტოპაზი, ციტრინი, ყვითელი ცირკონი, ვეფხვის თვალი, ყვითელი იასპი, კვარცი, მზის ქვა, ქარვა,ყვითელი ტურმალინი.
მარტივი ფიზიკური აქტივობები: ისეირნეთ ფეხით სასურველია მზის ქვეშ (30წთ), იცეკვეთ როგორც სხეულს უნდა, იოგას პოზები (აქ აღარ აგიხსნით, მარტივად იძებნება) Navasana, Surya Namaskar, Dhanurasana - დღეში სამჯერ.
Nadi Shodhana სუნთქვა.
აფირმაციები: “მე სავსე ვარ ძალით და ენერგიით” - გაიმეორეთ სარკეში დილით იმდენჯერ, რამდენჯერაც იგრძნობთ, რომ საკმარისია. ეცადეთ, გაიღვიძოთ ადრე და შეხვდეთ მზის ამოსვლას.
მოერიდეთ ცივ საკვებს და რძის პროდუქტს. ამოიღეთ შაქარი და ფქვილი. მიიღეთ თბილი კერძები და სასმელები. კარგია ლიმონი, თაფლი, ჯანჯაფილი, ბანანი, კურკუმა და ა.შ…
აუცილებელია ხარისხიანი ძილი.
მანიპურა არის თუ არა დაქვეითებული, ორივე შემთხვევაში გირჩევთ აწარმოოთ ბრაზის დღიური, სადაც დაწერთ/დახატავთ ყველაფერს, რაც თქვენში ბრაზს იწვევს.
რაღა თქმა უნდა მინერალებისგან შესაძლებელია დამზადდეს სპეციალური კომბინაცია, რომელიც გათვლილია ადამიანის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ამისთვის პირადში უნდა მომმართოთ და ერთად უნდა გავიაროთ დეტალები.
1-2 კვირაში იგრძნობთ შედეგს.
1-3 თვეში თქვენი ჩაკრა დაბალანსდება. მისი გამართული ფუნქციონირება დადებითად აისახება თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ჩემი პირადი გამოცდილებიდან. იმის მიხედვით, თუ რამ გაამართლა და რამ არა.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან მენტალური ჯანმრთელობის გამწვავებული მდგომარეობა, არ გადააჭარბოთ სტიმულაციას. თუ იგრძნობთ სისუსტეს ან თავბრუსხვევას, უმჯობესია შეწყვიტოთ მუშაობა“, - წერს მარის გრიმუარი.
ასევე დაგაინტერესებთ: