
მუსიკოსი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.
იგი პოსტში აღნიშნავს, რომ სისხლისმღვრელი ისტორიის ფურცლების მიღმა ყოველთვის იდგა ერთადერთი ძალა, რომელიც მართავდა და მართავს დღემდე ყველაფერს:
„ადამიანი არის ორმხრივად სავსე სიკეთისა და სიბოროტის ენერგიით! მაშინ, როდესაც ისმის კითხვა, თუ როგორ გავიმარჯვო ბოროტებაზე? - უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ ყოველთვის, რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, ის თავის ბოროტებას გაამართლებს. ამიტომ, აუცილებელია მესამე ძალის დამატება, რომელსაც ეწოდება შემქმნელი!
ზოგადად, რომ განვიხილოთ გარკვევა იმისა თუ რომელია ბოროტი და რომელია კეთილი, ძალიან რთულია, რადგან ყოველივე ქმედება სხვადასხვა რაკურსიდან, სხვადასხვა ადამიანებისათვის შეფარდებითია,
ზოგისთვის კარგი და ზოგისთვის ცუდი!
ამიტომ, სანამ არ აღმოაჩენ შენს ორ ქმედებას შორის მესამე, მთავარ ძალას, რომელიც გიგზავნის ორივეს, არაფერი არ გამოვა!
სრული სისხლისმღვრელი ისტორიის ფურცლების მიღმა ყოველთვის იდგა ერთადერთი ძალა, რომელიც მართავდა და მართავს დღემდე ყველაფერს!
მაშინ, როდესაც გაიგებ და მიუბრუნდები მას ყოველივე შეიცვლება!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: