Digest Logo

მაისი, წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი და გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები“

1714206350
სოფია ბზეკალავა

„საოცარი მაისი გველოდება წინ, ყველა გაგებით. 

1 - 6 მაისამდე ეფექტური პერიოდია, მარტივად შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ყველა ჩიხიდან შეძლეთ გამოსვლას.

12 - 20 მაისამდე პერიოდი, საკმაოდ რთული პერიოდია აქ მაღალია კონფლიქტების ალბათობა. 

22 მაისიდან იმატებს ახალი ურთიერთობები, ასევე გამყარდება არსებული ურთიერთობები.

მაისი არის სიყვარულის თვე, სწორედ ამიტომ  ყველაზე ფეიერვერკული თვე და ეს ის მაისია, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი და გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - ამბობს ასტროლოგი სოფია ბზეკალავა.

მისი თქმით, ამ თვეს 3 მთავარი მოთამაშე ჰყავს - ვერძი, კურო და თევზები. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება👇

ვერძი - მაისი იქნება დინამიური და ეფექტური. თვის პირველი ნაწილი 1-10 მაისამდე, მოგემატებათ სექსუალური შარმი და ბევრი რაღაცის მოგავრებას შეძლებთ. პირველ ნაწილში შეიძლება იყოს საუბარი და გაგდაგემბა, თვის მეორე ნახევრიდან კი ყველაფერი გაიფილტრება და დაიწყეთ მოქმედებას.

კურო - ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი თვეა. იღებთ სითამამეს, გააკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. ასევე თვე სავსე იქნება სიახლეებით და სიურპიზებით.

ტყუპები - თვის მეორე ნახევრიდან იუპიტერი გადმოდის თქვენ ნიშანში და იგრძნობთ განწყობის შეცვლას და მომავლის იმედს, გემატებათ სითამამე. ასევე ხდებით ემპათიურები.

კირჩხიბი - გრძობთ, რომ მოდიხართ ფსქიოლოგიურ ტონუსში, მეორე ნახევრიდან მიიღებთ ისეთი ადამიანისგან რჩევას, რომელიც შორდ ცხოვრობს. თვის მეოორე ნახევარში ოჯახის წევრებთა და ახლობლებთან შეძლებთ ურთიერთობის დალაგებას.

ლომი - კარგი თვე გელოდებათ წინ, გაქვთ საშუალება თქვენი ეგო წინ წამოწიოთ, გემატებათ თავდაჯერებულობა და აანალიზებთ, რომ თქვენი როლი მნიშვნელოვანია.

ქალწული - თუ ბოლო 2 თვის მანძილზე დაისვენეთ კარგია, რადგან მაისში იქნებით გადარბენაზე და ხართ სულ მოთხოვნადი. თვის მეორე ნახევარში მიხვდებით, რომ საკუთარ თავზე იმდენი პასუხისმგებლობა აიღეთ, რომ გადანაწილება გიჭირთ. 

სასწორი - მიხვდებით, რომ არ რეაგირებთ ადამიანების საქციელებზე, რომლებიც აქამდე გაღიზიანდებდათ. თვის მეორე ნაწილში, შესაძლოა მოგიწიოთ სადმე გასვლა მეგობრებთან ერთად, ასევე კარგი იქნება თუ მოიკითხავთ თვის მეორე ნახევარში ადამიანებს, რომლებსაც თქვენი ყურადღებაა დააკლდა, განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან ადამიანების მოკითხვას. 

მორიელი - კომუნიკაციები, რომლებიც გადადეთ სწორედ, მიმდინარე თვის მანძილზე შეძლებთ, მოგვარებას. 22 მაისის შემდეგ, გაქვთ საშუალება დაალაგოთ ყველა მიმდინარე საქმე, აუცილებელია შეცვალოთ მიდგომები. 

მშვილდოსანი - 20 - 22 მაისამდე მიიღებთ ფინანსურ შემოსავალს, ასევე გაქვთ შანსი ისეთი საქმეებისგან მიიღოთ შემოსავალი, რომელიც დიდი ხანი აკეთეთ, ან შედეგი. 

თვის მეორე ნახევარში მატულობს რომანტიკული ურთიერთობები. ასევე გაქვთ მოზაგრუობის დროს ახალი ადამიანების გაცნობის შანსი.

თხის რქა - მაისის არის მნიშვნელოვანი კონტაქტებისთვის და კოლაბორაციებისთვის. თვის მეორე ნახევრიდან არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის პოზიციონირების. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენზე უმცროსი ადამიანებისთვის გადხით კუმირი. თვის ბოლოს ურთიერთობებში მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

მერწყული -  არის შანსი გააუმჯობესოთ საცხოვრებელი გარემო. ასევე შეძლებთ ოჯახის წვრებთან დაალაგოთ ურთიერთობა. მიმდინარე თვის მანძილზე გადაჭრით საბინაო საკითხებს, რომლებიც შეიძლება აქამდე იყო სადავო. ეს თვე იძლევა საშუალებას გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 

თევზები - მნიშვნელოვანი თვეა მაისი თქვენთვის. თუ თქვენ მზად ხართ ახალ ჰორიზონტებს შეეჭიდოთ ახლა სწორედ ამის დროა. ბევრი თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი შეიცვლის ურთიერთობაში სტატუსს და ასევე, პროფესიულ განხრას.

იყავით გამბედავები, 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

⭕თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი