Digest Logo

„ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს, ყველა თბილი სიტყვა მახსოვს“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

1714201212
კახი კავსაძე

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა.

იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

კახი კავსაძის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”

• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.

• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

• 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

 კადრები კახი კავსაძის ცხოვრებიდან 👇

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე ვთქვი კი“ - ლიზა ქონიაძეს ხელი სთხოვეს

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს