„მაისის ძალის კალენდარი: ვმართავთ რეალობას სამყაროს რიტმში“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„1 მაისი - ბელტაინი (სავსემთვარეობა) ძალისა და ნაყოფიერების პიკი.
რა გავაკეთოთ: გავუშვათ ყველაზე თამამი განზრახვები, სანამ დედამიწის ენერგია მაქსიმალურად გახსნილია.
📍 9 მაისი - ღრმა გაწმენდის წერტილი
📉მთვარე აქტიურად იკლებს. რა გავაკეთოთ: იდეალური დროა რუნული გაწმენდისა და ნეგატივის მოცილებისთვის. მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, წავშალოთ ძველი პროგრამები, რათა ადგილი გავუთავისუფლოთ ახალს.
📍 13 მაისი - ტრანსფორმაციის დღე
🕯️მთვარე თითქმის გაქრა. რა გავაკეთოთ: სანთლითა და ტყვიით ჩამოსხმის დრო (ნეგატივის მოსახსნელად). მძიმე დესტრუქციული პროგრამებისგან გასათავისუფლებლად.
📍 17 მაისი - გზების გახსნა
🌑გარდამავალი წერტილი. რა გავაკეთოთ: მთავარი დღე მოვლენების კორექტირებისა და გზების გახსნისთვის. ამ დროს უკვე აღარ ვწმენდთ, არამედ „რელსებს ვაგებთ“ მომავლისთვის.
📍 23 მაისი - სიუხვის დალაგება
📈მთვარე აქტიური ზრდის ფაზაშია. რა გავაკეთოთ: ვიწყებთ მუშაობას სასიცოცხლო ენერგიით შევსებაზე. იდეალურია რიტუალებისთვის ფულზე, კლიენტების მოზიდვასა და საქმის ზრდაზე. ვივსებით და ვიზიდავთ სიყვარულს ცხოვრებაში.
📍 31 მაისი - ცისფერი მთვარე
🌕თვის იშვიათი, მეორე სავსემთვარეობა. რა გავაკეთოთ: უძლიერესი დღეა სიუხვის სანთლების დასანთებად. ვაფიქსირებთ მაისის პრაქტიკების შედეგებს, ვაფართოებთ შესაძლებლობებს, ვიზიდავთ იღბალს.
❗️ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი დღეებია 17.05 და 31.05 — ამ დროს ვყრით საფუძველს“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ბედნიერებითა და სიცილით სავსე შაბათ-კვირა“ - ნინი ბადურაშვილი მონაკოში მოგზაურობს
⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?
⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა