Digest Logo

„მალე ყველაფერი, რაც არ ემსახურება სიმართლეს, ღმერთს, ზრდას და სიყვარულს, ჩამოინგრევა...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

1765094215
სულიერებასულიერება

„არავინ აგიხსნით ენერგეტიკულ მიზეზებს როგორ არღვევს ცხოვრების წესი, არასწორი აზრები ან დანაკლისი ენერგიას,  რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს? თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ თქვენი განკურნება შიგნიდან იწყება, თუ თქვენ თვითონ დაიმშვიდებთ სულს, დაარეგულირებთ ენერგეტიკას და დაისტაბილურებთ ჯანმრთელობას მაშინ რაღაში დაგჭირდებათ მათი სტრუქტურები?“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი წერს.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც არ ემსახურება სიმართლეს, ღმერთს, ზრდას და სიყვარულს, მალე ჩამოინგრევა:

„ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ თანამედროვე სამყაროში რაღაც არასწორადაა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვცხოვრობთ თავისუფალ, განვითარებულ საზოგადოებაში, მაგრამ სინამდვილეში, უამრავი სისტემა, რომელიც თითქოს ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს, შიშისა და კონტროლის დახვეწილ ინსტრუმენტად არის ქცეული. ეს აღარ არის ღია დიქტატურა, არამედ ლამაზად შეფუთული ბოროტება, რომელიც ჩვენს „სასიკეთოდ“ გვესახება.

სისტემის უპირველესი მიზანია მართვადი ადამიანების შექმნა. ეს მიიღწევა რამდენიმე გზით პირველი მუდმივი შიშის დანერგვაა, მუდმივი საფრთხეები (ეკონომიკური კრიზისი, ჯანმრთელობის რისკები, პოლიტიკური დაძაბულობა) რაც ადამიანებს მუდმივ გაურკვევლობაში ამყოფებს. შეშინებული ადამიანი კი ემორჩილება კანონებსა და პერსპექტივებს, რომლებსაც „მხსნელები“ სთავაზობენ. შიში ხდება კონტროლის უძლიერესი სადავე.

განათლების, მედიისა და ცრუ კულტურების საშუალებით, ინერგება ვიწრო ხედვები და ვითომ „სწორი“ შეხედულებები. მიზანია, რომ ადამიანმა ეჭვი არ შეიტანოს სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებში. სინამდბილეში მუდმივ ტერტორში ვვყავართ ტელევიზიებს და მასობრივად ემსახურებიან სისტემის მიზნებს.

ვაქცინების,მედიკამენტების, რეგულაციების უწყვეტი ნაკადი, რომელიც თითქოს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, სინამდვილეში კი ადამიანების ფიზიკურ დამოკიდებულებასა და სისტემაზე მიჯაჭვულობას ემსახურება.. მკურნალობები სიმპტომებზეა ორიენტირებული და არა მიზეზის აღმოფხვრაზე, რაც მუდმივი მოხმარების ციკლს ქმნის.

სისტემა ყველაფერს აწყობს ისე, რომ ადამიანის მთავარი საზრუნავი იყოს ყოფითი პრობლემები,გადასახადები, სესხები, სამსახური, მატერიალური კეთილდღეობა. ეს ენერგიისა და ყურადღების დრენაჟია. როდესაც ადამიანი გადარჩენისთვის იბრძვის, მას აღარ რჩება დრო, რომ გაიღვიძოს, იმოქმედოს სულის გამოძახილით ან ეჭვი შეიტანოს გლობალურ პროცესებში.

ისინი ქმნიან ისეთ სტრუქტურებს რომ ყველაფერი ერთ დიდ მანქანას დაემსგავსოს. ამას უამრავი სტრუქტურის შექმნის გზით აკეთებენ, ბიუროკრატიული, ფინანსური, სოციალური თუ პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და ხდებიან მათი მექანიზმის ნაწილი.

ადამიანების დაყოფა ფარულად მიმდინარეობს ,სოციალური სტატუსის,პოლიტიკური შეხედულების,ეთნიკურობისა თუ სხვა პარამეტრების მიხედვით. ამ სტრუქტურების შიგნით წინააღმდეგობების დათესვა უზრუნველყოფს, რომ ხალხი ერთმანეთთან დაობდეს და არასდროს გაერთიანდეს საერთო "მტრის" წინააღმდეგ, რომელიც თავად კონტროლის სისტემაა. ამ დაყოფის მახე ვირუსივით მოქმედებს.

სანამ ადამიანები ყოფითი საზრუნავის, მედიის შიშისა და დაყოფის ვირუსის გავლენის ქვეშ არიან, ისინი დარჩებიან მანქანის მართვად ნაწილად.დროა ყველა იმოქმედოს სულის გამოძახილით და არა გარედან თავს მოხვეული ლოგიკით.
გადალახოთ სისტემის მიერ შექმნილი დაყოფის ხაზები.დროა, გამოვიდეთ ჩრდილიდან და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ნამდვილი ძალა ჩვენს შინაგან თავისუფლებასა და შეგნებულ არჩევანშია.

სისტემის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული იარაღი ჯანმრთელობის ინდუსტრიაა. როდესაც თავი გტკივათ, კუჭი გაწუხებთ ან უბრალოდ თავს სუსტად გრძნობთ, პირველივე რჩევაა„დალიე ტკივილგამაყუჩებელი“.
ეს არის წამიერი გაყუჩება, რომელიც პრობლემას წმენდს ზედაპირიდან, მაგრამ არავინ გიხსნით ფესვს, საიდან მოდის ეს ტკივილი. რატომ? არავინ ისაუბრებს ფსიქოსომატურ მიზეზებზე , როგორ იწვევს შინაგანი შიში, სტრესი თუ დათრგუნული ემოციები ფიზიკურ სიმპტომებს.

არავინ აგიხსნით ენერგეტიკულ მიზეზებს როგორ არღვევს ცხოვრების წესი, არასწორი აზრები ან დანაკლისი ენერგიას,  რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს? თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ თქვენი განკურნება შიგნიდან იწყება, თუ თქვენ თვითონ დაიმშვიდებთ სულს, დაარეგულირებთ ენერგეტიკას და დაისტაბილურებთ ჯანმრთელობას მაშინ რაღაში დაგჭირდებათ მათი სტრუქტურები? თქვენ ავტომატურად გამოხვალთ მართვის ქვეშ მყოფი მომხმარებლის როლიდან.

სისტემის ფარული იარაღი თავად ამ სტრუქტურების თანამშრომელმაც კი არ იცის, სად მუშაობს და რას ემსახურება. ეს არის ერთი უზარმაზარი მსოფლიო სისტემის ყველაზე ფარული იარაღი, რომელიც მუშაობს ავტომატურად, ადამიანების უმეტესობის საუკეთესო განზრახვების მიუხედავად. ისინი ასრულებენ პროგრამას, რომლის სიღრმისეული მიზანი მათთვისაც უცნობია.
გადარჩენა არ არის გარედან პასუხისმგებლობის ძიება ვინმეზე , არამედ პასუხისმგებლობის შიგნიდან აღება.
გამოსავალი არის თავის შეცნობა გადასვლა გადარჩენის რეჟიმიდან გაზრდის რეჟიმში.

არა გაჩერება, არამედ მუდმივი სვლა და საკუთარ თავში ჩაღრმავება.

როდესაც ადამიანი იწყებს მიზეზების შეცნობას და ჩაუღრმავდება, თუ რა რატომ ხდება მის ცხოვრებაში, ის ხდება ცნობიერი . ქვეცნობიერი პროგრამების გაცნობიერება შიშების, ტკივილების, ტრავმების და ძველი პროგრამების იწვევს სრულიად სხვა შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში.
თვითრეგენერაცია, თვითაღდგენა, უჯრედული წმენდა ეს არის სიღრმისეული მიდგომა მედიკამენტების დროებითი გაყუჩების ნაცვლად.

ფსიქიკის, ენერგეტიკისა და სხეულის აღდგენით მცირდება მენტალური და ჯანმრთელობის პრობლემები.ამ გზით ადამიანი ავტომატურად გამოდის სისტემიდან, რადგან ხედავს, რომ თავად არის თავისი თავის მკურნალი . მედიცინა კი არ უნდა ვუარყოთ უბრალოდ ამის პარალელურად შიმაგანი მედიცინა უნდა გავაღვიძოთ.

შხამიანი რეკლამის ნაცვლაც და რატომ არავინ უკეთებს რეკლამას უძველეს მცენარეებს, ჯანსაღ დანამატებს და საკვებს, რაც ნამდვილად აღადგენს ჯანმრთელობას? იმიტომ, რომ ეს პროდუქტები არ ქმნიან დამოკიდებულებას და მუდმივი მოხმარების ციკლს. ტელევიზიით რეკლამირებული საღებავიანი ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელები, შაქარი, გაყინული უვარგისი პროდუქტები , ეს ყველაფერი ნატურალური წვენებიაო რომ აცხადებენ და ჩვენც მექანიკურად „საუკეთესოდ“ გვესახება.

ადამიანი ენდობა რეკლამას, ყიდულობს ამ მახეს, ერღვევა ჰორმონალური სისტემა, იზრდება ქოლესტერინი, ჩნდება სხვა პრობლემები... და შემდეგ მიდის წამლებთან.

ეს არის ერთი დიდი წრე.

კაზინოებით ხდება ფსიქიკის მართვა, აზარტული თამაშები და კაზინოები, რომლებსაც სახელმწიფოები ლეგალურად გვთავაზობენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის მათი დამანგრეველი შედეგები, ადასტურებს სისტემის მიზანს ადამიანების რობოტებად ქცევა და მათი საკუთარ არსთან დაშორება. უღირთ, რადგან დამოკიდებული, მართვადი ადამიანი სისტემის საწვავია.

მედიცინის უარყოფა არ არის გამოსავალი, არამედ შინაგანი აღდგენაა ისე, რომ სისტემური ჩარევის საჭიროება არ დადგეს. არც ფსიქოლოგების, არც ფსიქიატრების უმრავლესობა არ გვასწავლის იმ ბუნებრივ საშუალებებს, რითაც ფსიქიკა ფუნდამენტურად აღდგება, რადგან მთელი სისტემა აგებულია გარე დამოკიდებულებაზე.

ჩვენ ახლა გარდამავალ ეპოქაში ვართ. მალე ყველაფერი, რაც არ ემსახურება სიმართლეს, ღმერთს, ზრდას და სიყვარულს, ჩამოინგრევა.

დროა მასობრივი გამოღვიძების...
ერთმანეთში დაყოფის ნაცვლად , ის სისტემა მოვანგრიოთ რაშიც ვართ, და ეს მოხდება მხოლოდ თვითშემეცნებით , საკუთარ თავის შეცნობით , ერთობით, ცნონიერების გამოღვიძებით და ღმერთისთვის გულის გაღებით“, - წერს თეო ხაბულიანი.

~

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სამი ჭოხო“ - ნატო გელაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„ოჯახური სითბო და ემოციური გაბრწყინება...“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 7 დეკემბერს

„მატერიალური ბედნიერება ხანმოკლე სტუმარია, სიმშვიდე - სახლი, სადაც უნდა იცხოვრო...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე