Digest Logo

„მატერიალური ბედნიერება ხანმოკლე სტუმარია, სიმშვიდე - სახლი, სადაც უნდა იცხოვრო...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1765088632
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ სტატუსს აქვეყნებს:

„სუფთა გული სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობს.

ის, ვინც სიკეთეს აკეთებს არასდროს რჩება ცარიელ ჭურჭლად, სიკეთე თავადვე ავსებს მას.

სადაც სიყვარულია - დრო უბრალოდ ქრება.

მატერიალური ბედნიერება ხანმოკლე სტუმარია. სიმშვიდე - სახლი, სადაც უნდა იცხოვრო.

ყველაზე ხმამაღალი ბრძოლა ადამიანის შიგნით მიმდინარეობს, სადაც ნიღბები არსებითად ცვდება.

ცხოვრება ტანჯვით გვზრდის, ხან და ხან, სხვა ენა არ ესმის ადამიანს და ამიტომ.

ზოგჯერ ნაბიჯი უკან, ისეთივე სიბრძნეა, როგორც ნაბიჯი წინ.

ცხოვრება გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ თავიც უნდა დაკარგო, რათა ახლიდან დაიბადო.

ვცხოვრობთ ისე, როგორც ვაცნობიერებთ მოვლენებს.

არის მომენტები, როცა ღმერთს ჩიხში შეჰყავხარ, სინამდვილეში ის შენს შესაძლებლობებს განახვებს და ხვდები, რომ უფლისგან შორს დგომით უსუსური ხარ.

სიღრმე მტკივნეულია, თუმცა ზედაპირზე ცხოვრება - უაზრობა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ასეთ დროს ბრძოლისთვის მომზადება რთულია...“ - შონ ო'მალის მხარდაჭერა ილია თოფურიას

🎥 „განწყობით დავიკელი 12 კილო, ჭამისთვის არ მომიკლია...“ - რას ჰყვება თამარ ალადაშვილი

🎥 „უფრო მეტი სტუმარი გვყავს, ვიდრე ველოდი, ძალიან მიხარია...“ - თამო ვაშალომიძის მორიგი კადრები აშშ-დან