Digest Logo

მამაკაცის მოხიბვლისა და შენარჩუნების 3 გზა ზოდიაქოს მიხედვით

1600330990
გოგო ზის ლეპტოპთან და ფიქრობს

ასტროფიზიკოსი კარლ სეიგანი ჯერ კიდევ საუკუნის წინ შეეცადა ჩვენთვის აეხსნა, თუ რატომ არის ასტროლოგია ფსევდომეცნიერება, თუმცა ბევრ ჩვენგანს დღემდე ჯიუტად სჯერა ჰოროსკოპის.

თუ თქვენც მათ შორის ხართ და თვლით, რომ ბევრი პროგნოზი მართლაც ემთხვევა, დროა საყვარელი მამაკაცის მოსახიბლად ჯერ მისი ზოდიაქო გაიგოთ და შემდეგ იმოქმედოთ:

ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ქალურ და ვნებიან ქალებს ირჩევენ. მათ დაბნეული და უყურადღებო გოგონებო არ მოსწონთ. თუ ვერძის მოხიბვლას გადაწყვეტთ, ეცადეთ იყოთ დიპლომატიური და კრეატიული. ნუ შეეცდებით მის გაკონტროლებასა და მასზე წინ წასვლას.

კურო

კუროებისთვის მნიშვნელოვანი ერთგულება და გაწონასწორებულობაა. მათ არ უყვართ არასტაბილური ურთიერთობები. თუ კუროზე ხართ შეყვარებული, გახსოვდეთ, რომ ისინი უყურადღებობას ვერ აიტანენ.

ტყუპი

ვერძისგან განსხვავებით, ტყუპებს არასტაბილური, ცოტა გიჟი გოგონები მოსწონთ. სერიოზულ და ზედმეტად კდებამოსილებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ.

კირჩხიბი

ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს ნაზი, რომანტიკული და ემოციური გოგონები ხიბლავთ. სინამდვილეში, თვითონაც რომანტიკული ბუნებისანი არიან. არავითარ შემთხვევაში არ აიგდოთ სასაცილოდ მათი სენტიმენტალური ხასიათი.

ლომი

თუ ლომის მოხიბვლა გინდათ, გულწრფელი და ღია უნდა იყოთ. ისინი ტყუილს, სიყალბესა და მეწვრილმანეობას ვერ იტანენ.

ქალწული

გაწონასწორებული, საიმედო, მშვიდი - თუ ამ თვისებებით გამოირჩევი, ქალწულის გულის მოგება არ გაგიჭირდება. მისი შენარჩუნება კი არც ისე მარტივია. ვერ იტანს პრეტენზიულობას, მის ყოველდღურობაში ჩარევასა და მისი ფინანსების განიავებას.

სასწორი

საწორებს დახვეწილი, ელეგანტური, ნაზი გოგონები ხიბლავთ. ვერ იტანენ ჩხუბებს, გარჩევებსა და უხეშობას.

მორიელი

მათთვის თავის მოწონება მარტივი არაა. მორიელებს არაპროგნოზირებადი, ტემპერამენტიანი გოგონები მოსწონთ. ვერ იტანენ, როცა სექსზე უარს ეუბნებიან. თუ მისი შენარჩუნება გინდათ, ხშირად კომპრომისზე ნუ წახვალთ.

თხის რქა

უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ. თხის რქასთან არაბუნებრივობით შორს მაინც ვერ წახვალთ. ვერ იტანენ უპასუხისმგებლო და თავქარიან გოგონებს.

მერწყული

ამ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულებს ორიგინალური, ცნობისმოყვარე და მეგობრული გოგონები ხიბლავთ. თუ თქვენ სტაბილური ცხოვრების წესი გაქვთ არჩეული, მერწყულთან საერთო არაფერი გქონიათ. ისინი ერთფეროვნებას ვერ იტანენ.

თევზები

თევზები ვერ იტანენ ცინიზმსა და უპრინციპობას, არ მოსწონთ უემოციო და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონები. თუ მისი შენარჩუნება გინდათ, ეცადეთ იყოთ გულისხმიერი, ნაზი და დელიკატური.