Digest Logo

🎥 მარტი და სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - მიხეილ ცაგარელი ფავორიტ ნიშნებს ასახელებს

1773331787
მიხეილ ცაგარელი

მარტი და სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, მარტის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, რადგან ამ დროს იღვიძებს სამყარო და ბუნება.

შესაბამისად ადამიანებზე ეს ფონი განსაკუთრებით აისახება და ისინი აქტიურები ხდებიან:

                                              ზოგადი სასიყვარულო ფონი

მიხეილ ცაგარელი: მარტის ენერგიები გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც სიყვარულთან დიდ კავშირშია, ეს უკვე მრავალი წელია მეცნიერულად დადასტურებულია და ყველამ იცის. ცხოველებიც კი სხვანაირები ხდებიან.

ვერძის დროა, სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა ზუსტად ამ ზოდიაქოში გადადის. ვერძი არის ცეცხლოვანი ნიშანი. მჩქეფარე ენერგიებია სასიყვარულო ურთიერთობებში. ნელ-ნელა თქვენი სასიყვარულო კონტაქტები გააქტიურდება, რასაც სხვა დროს ვერ ბედავდით. ხდება უფრო რომანტიკული ურთიერთობები.

ვერძი არის პირველი ზოდიაქოს ნიშანი, ლიდერია, არაფრის არ ეშინია. მეტის საშუალება ეძლევა ადამიანს, იქამდე სანამ თევზებში ვართ, მორცხვები ვართ. ახასიათებს საკითხის დაკონკრეტება და ზუსტად სვამს დიაგნოზს როგორი ურთიერთობა მოსწონს. არის ერთი ნიუანსი. რადგან ცეცხლის ნიშანია, ტემპერამენტიანი ხდება, მაგრამ ზოგჯერ გადადის კამათის სიტუაციაში. მთავარია კამათი არ გადავიდეს კონფლიქტში. აქტიური დროა პირადი ურთიერთობებისთვის, გამოღვიძების დროა.

რაღაც თვეებში უფრო აქტიურები არიან ადამიანები. სულ ვაკვირდები ასეთ ტენდენციას. რა ხდება და რატომ არის ასე. ხან ასეთი ვარ ან ისეთი. თურმე ეს არის პლანეტარული ენერგიების გავლენა. მათ აქვთ სასწაულად ძლიერი ენერგია.

რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულის კუთხით მარტში:

♈ ვერძი

თავად ეს ნიშანი იქნება დაუოკებელი. არნახულად შარმიანია, შემდეგ აპრილში უფრო მეტად გალამაზდება. აქტიურდება პირად ურთიერთობებში, უშიშარია და მებრძოლი. მატულობს მიზიდულობა. ადრე იყო ჩამქრალი, ახლა იგრძნობთ რომ გამოცოცხლდით. სიყვარულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. შთაბეჭდილებებით აღსავსე პერიოდი გელით წინ. უმჯობესდება ფინანსური მდგომარეობაც.

♉ კურო

სამყაროს თქვენთან აქვს მოთხოვნები: რომანტიკული, ლირიკული, პოეტურები უნდა გახდეთ. ხშირად პრაგმატული ხართ და გრძნობებს ვერ გამოხატავთ. გახდით პოეტი და ლირიკოსი. შემოიტანეთ მეტად პოეზია და ლიტერატურა. შეიძლება გაჩნდეს დიზაინერული ნიჭი. მიიზიდეთ პარტნიორები. არ ნიშნავს რომ სხვა მოქმედებები აკრძალულია. კარგი იქნება პარტნიორული კავშირები. საერთო ინტერესები დაგაახლოებთ ერთმანეთთან. ეს ეხება არსებულ და სამომავლო ურთიერთობებს. გაითვალისწინეთ „სიყვარულს მალვა უნდა“.

♊ ტყუპები

რეფორმების დროა, პირად ურთიერთობებში. სამყარო ითხოვს სიახლეების შემოტანას. ახლებური ქმედებები და კავშირები გმართებთ. შესაძლოა ეს იყოს სიურპრიზი. მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია. ინტერნეტ-სიყვარულის პერიოდის საშუალებაც გაქვთ. არ იჩქაროთ, იყავით ყურადღებით. შეიძლება მეგობრებმა გაგაცნონ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გაღვივდება კავშირი. წინასწარ არ დაგეგმოთ არაფერი.

♋ კირჩხიბი

პირად ურთიერთობებში პასუხისმგებლობები აიღეთ საკუთარ თავზე. კარგად უნდა იყოს დაგეგმილი რას აპირებთ. სისუფთავე და წესრიგი გმართებთ. არ არის გამორიცხული იპოვოთ საერთო ინტერესები ახალ პარტნიორთან, კარიერული განვითარების კუთხით. რაც მეტად გექნებათ საერთო ინტერესები და თანადგომა, უფრო დაგაახლოებთ. მაკიაჟი პარფიუმერია, გარეგნული სისუფთავე აუცილებელია.

♌ ლომი

სიყვარული თუ გინდათ, თქვენი ადგილი არის უცხოეთში. დროულად გაემგზავრეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც უცხოელი უნდა იყოს. შეიძლება იყოს, მაგრამ უბრალოდ უნდა გამოიცვალოთ გარემო. უცხოეთი კი ამ კავშირს გააღრმავებს. კარგი პერიოდია კონკურსებსა და ლატარიებში მონაწილეობის მისაღებად. იაქტიურეთ, მოძრაობის დროა.

♍ ქალწული

საინტერესო პერიოდი გაქვთ. ოღონდ შესაძლებელია გაჩნდეს ურთიერთობა, რომელიც მიიღებს ინტიმურ ელფერს. კარგად დაფიქრდით, ვისთან გაქვთ ურთიერთობა. ენერგეტიკა, ინტიმური ურთიერთობა ქმნის ძალიან მჭიდრო ენერგოველს. ადამიანი აღმოჩნდება, ნარკომანი ან ლოთი, რომელიც თქვენ აურას დააბინძურებს. აუცილებელია ეს ურთიერთობები იყოს მყარი. საიდუმლო დაიცავით. დაეყრდენით ინტუიციას.

♎ სასწორი

საუკეთესო დროა სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. რომანტიკული თავგადასავლებისთვის. ქორწინებისთვისაც კი. მოემზადეთ, სიყვარულის დრო გაქვთ. შარმი და მიზიდულობა მატულობს. სასწორი რომანტიკოსია, რომელიც დაფრინავს ღრუბლებში. ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა, ერთობლივი, რომელიც როგორც ფინანსებს, ისე სიყვარულს შეუწყობს ხელს. კარგი იქნება მეტი კავშირი გქონდეთ ხელოვნებასთან, მოდასთან და სილამაზესთან.

♏ მორიელი

მოგეთხოვებათ სისუფთავე და წესრიგი. გარეგნული მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. გაუპრანჭავები არ მიხვიდეთ პაემანზე. სამყარო გთხოვთ ეთიკას და ესთეტიკურობას. ასევე მოსალოდნელია მგზავრობის დროს რომანტიკული კავშირების ჩამოყალიბება. შეიძლება სიყვარულის ნაპერწკალი ჩამოყალიბდეს, რომელსაც ფულის სუნი ასდის.

♐ მშვილდოსანი

ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ სიყვარულის კუთხით. ამიტომ თუ გინდათ დააბრუნოთ ძველი ურთიერთობა დააბრუნეთ, ან განაახლეთ. რომანტიკული კავშირებისთვის საუკეთესო დროა.

♑ თხის რქა

სამშობლოში ეძებეთ სიყვარული, უცხოეთში არა. იმოგზაურეთ, ტურისტული ლაშქრობები წარმატებული იქნება. კარგი იქნება იაროთ სანათესავო შეკრებებზე, სადაც შეიძლება სასიყვარულო კავშირი ჩამოყალიბდეს. მეგობრებთან ერთად იარეთ შეკრებებზე.

♒ მერწყული

მრავალფეროვანი დრო არის კონტაქტებისთვის. მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან. ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც გაჩნდება ინტიმური და სასიყვარულო კავშირები. ინფორმაციული ველი უნდა გქონდეთ საერთო. მრავალფეროვნება შეიტანეთ ურთიერთობებში.

♓ თევზები

ერთ-ერთი საუკეთესო დროა. გეძლევათ საშუალება ფინანსურად მოძლიერდეთ და ბიზნესის კუთხით წარმატებას მიაღწიოთ. შარმიანი და მიმზიდველები ხართ. არნახულად იზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. პირადი ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია. გამოიყენეთ დახვეწილი ინტუიცია და პოეტური ნიჭი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 12 მარტს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს

⭕რატომ გადადო დუეტმა „ლეონმა“ ამერიკაში გამგზავრება - „მეორე შვილსაც მშვენივრად გავუმკლავდები და მესამესაც“