Digest Logo

აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს

1773300383
ზურაბ მარშანია სექსოლოგი

ექიმი სექსოლოგი ზურაბ მარშანია პოდკასტში „სტუმრად ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც სქესობრივი ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და აქტუალურ შეკითხვებსაც გასცა პასუხი. 

„ჰარმონიული სექსის გარეშე წარმოუდგენელია, ადამიანი იყოს ბედნიერი, ჯანმრთელ და მისი ცხოვრება იყოს ჰარმონიული. როდესაც დისჰარმონია ჩნდება, ეს მოქმედებს როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე სხეულის ჯანმრთელობაზე. 

როდესაც ადამიანი არის ცუდად მენტალურად და სექსში ვერ არის კარგად, ის უნდა მივიდეს ოჯახის ექიმთან, რომელიც უნდა გაუშვას სექსოლოგთან, ან გინეკოლოგთან და უროლოგთან. როდესაც სამედიცინო სფეროზე ყველაფერი ამოწურულია და გარკვეულია, შემდეგ უნდა ჩაერთოს საქმეში ფსიქოლოგი“, - ამბობს მარშანია. 

ხოლო რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი ზურა მარშანია ასე პასუხობს: 

„ეს პრობლემა ძალიან რთულია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ასეთ დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პიროვნების ტიპი, თუმცა აქ არ არსებობს უნიფიცირებული მიდგომა ეს უნდა იყოს, ან არ იყოს.

ეს ცალსახად უნდა იყოს ადამიანის არჩევანი და მისი ცხოვრებიდან გამომდინარე მიიღოს ამ კითხვაზე პასუხი.

ჩვენთან კაცები ძალიან ადრე 17-18 წლის ასაკში იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, იშვიათად 20-21 წლის და ზემოთ ასაკშიც, თუმცა არის გამონაკლისებიც, როდესაც ადამიანი არის რელიგიური უფრო გვიან ასაკშიც იწყებს სქესობრივ ცხოვრებას.  მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ არიან რელიგიურები ვფიქრობ, ქორწინებამდე სექსში არაფერი არ არის ცუდი. 

დიდი უმრავლესობა ჩემი პაციენტებისა, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობენ წლები და აქვთ ურთიერთობა, შემდეგ ქმნიან ოჯახს და ჰყავთ ბავშვები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის აპრიორი, ეს ადამიანის ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული“, - ამბობს სექსოლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ გადადო დუეტმა „ლეონმა“ ამერიკაში გამგზავრება - „მეორე შვილსაც მშვენივრად გავუმკლავდები და მესამესაც“

⭕„ვფიქრობ, როცა PSG-მ დამირეკა, ჩემი მეუღლე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში“ - ხვიჩა კვარაცხელია

⭕„არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - 12 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი