
ასტროლოგების თქმით, მარტი 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება. ამას კი თვის განმავლობაში არაერთი საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენა განაპირობებს. თითოეული მათგანი ადამიანების კარიერასა და პირად ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს. მეტიც, ასტროლოგების თქმით, ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ მარტს გარდამტეხ პერიოდსაც კი უწოდებენ.
მარტში მარსი კვლავ ჩრდილის პერიოდშია. პლანეტის პოზიცია კირჩხიბიდან 17 გრადუსით იცვლება. ითვლება, რომ როდესაც მარსი აღნიშნულ პოზიციაშია, სხვა პლანეტები ჩვეულ რეჟიმში ვერ მუშაობენ. კირჩხიბი სახლის, ოჯახისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა მარსისთვის ეს ყველაზე კომფორტული პოზიციაა, ამიტომაც შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ. პლანეტა მარსი ჩრდილის პერიოდს 22 აპრილამდე შეინარჩუნებს.
გარდა ამისა, 1-ელ მარტს ვერძის ნიშანში პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში მოგვიწევს, ზუსტად განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის რეალურად ღირებული. ვენერა ვერძის ნიშანში იქნება. ვერძი კი ცეცხლის ნიშანია. ამიტომაც, ამ პერიოდს შესაძლოა, აგრესიულობა და მომატებული შფოთვაც თან ახლდეს.
რეტროგრადული ვენერას პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებისათვის ერთგვარი გამოცდა იქნება. შესაძლოა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, დაშორდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ახლა ხართ ან ყოფილ პარტნიორს შეურიგდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასიყვარულო სფეროში განვითარებული ნებისმიერი ცვლილება კარმული იქნება.
მარტში პლანეტა მერკურიც რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. კერძოდ, 19 მარტიდან 7 აპრილამდე. აღნიშნული პლანეტა ყველა სახის კომუნიკაციასა და სწავლას მართავს, ოფიციალურ შეთანხმებებს, კონტრაქტებს, შესყიდვებს, მოგზაურობებს განაგებს. როდესაც მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომელსაც ის მართავს, ფერხდება, კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ფინანსური ოპერაციები გართულებულია.
დაბნელების სეზონი მარტში იწყება. 2025 წლის 13 მარტს ქალწულის ნიშანში მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში ბევრი ადამიანი მომატებულ შფოთვას იგრძნობს. გარდა ამისა, ეს ილუზიების მსხვრევისა და რეალობისათვის თვალის გასწორების ეტაპი იქნება, რაც ბევრი ადამიანების ცხოვრებაში მეტ სიცხადეს შეიტანს. 29 მარტს კი მზის დაბნელება იქნება. მზის დაბნელება ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე ასევე ნეგატიურად იმოქმედებს და შესაძლოა, მომატებულმა ემოციურმა ფონმა მოვლენების ობიექტურად აღქმაში ხელი შეგვიშალოს.
165 წლის შემდეგ პირველად, პლანეტა ნეპტუნი ვერძის ნიშანში 31 დეკემბერს შედის და იქ 1-ელ სექტემბრამდე დარჩება. შემდეგ კი თევზების ნიშანში რამდენიმე თვით დაბრუნდება. ნეპტუნი კრეატიულობის, სულიერების, თანაგრძნობისა და ჰუმანიზმის პლანეტაა. პარალელურად, ის ასევე დეზინფორმაციასა და მანიპულაციას მართავს. ამიტომაც, თითოეულ ადამიანს მარტის თვეში ამ მიმართულებითაც გამოწვევები ელის.
ასტროლოგების მთავარი რეკომენდაციაა, რომ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მოვერიდოთ. ყველა დეტალს განსაკუთრებით დავაკვირდეთ, რომ ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი არ გავხდეთ და ასევე, მაქსიმალურად მოვერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას. მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge