
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მარტის თვე კრიტიკული იქნება.
👉1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
„წლევანდელი მარტის თვე ძალიან კრიტიკული დროის მონაკვეთი იქნება. ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ცაზე, რაც შეუძლებელია, რომ არ აისახოს დედამიწაზეც!
17/03 ვენერა გადავა კუროში. 25 მარტს მარსი ტოვებს ტყუპებს და კირჩხიბში ინაცვლებს ( თუმცა ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა, რადგან ვენერაც და მარსიც შედარებით სწრაფად იცვლიან ხოლმე ნიშნებს).
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება 7/03, სავსემთვარეობის დღე, როდესაც სატურნი მერწყულის ნიშნიდან თევზებში გადავა. ის აქ ბოლოს 1993-1996 წლებში იმყოფებოდა. ამჯერად კი 2026 წლის იანვრამდე დარჩება.
კიდევ უფრო დიდი დატვირთვის მატარებელი ინგრესია გვექნება 23 მარტს. ამ დღეს პლუტონი გადადის მერწყულში, სადაც ის მთელი 22 წელი, 2044 წლის იანვრამდე იმოძრავებს.
ბოლოჯერ პლუტონი მერწყულს 1778-1799 წლებში გადიოდა, ანუ როდესაც ჯერ კიდევ აღმოჩენილიც კი არ იყო“ - წერს ხათუნა ნოელი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სხვა საქართველო სად არის“ - ელის მარია სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ლექსს კითხულობს
🔘🎥 „ირაკლი ზრუნავს იმაზე, რომ ლიზას სწავლის მხრივ ხელი არ შეეშალოს“ - ქეთი ასათიანი
🔘🎥 „შენ ხარ ჩემი ალიონი“ - როგორია თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის მეგობრობა კადრს მიღმა