Digest Logo

🎥 „მარტივად შეძლებთ პასუხი გასცეთ იმ კითხვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1749535508
ნინა_სუსლოვა

„დღევანდელი დღის ენერგია მარსია და ამ დღის ენერგია აქტიური იქნება. ეცადეთ კონცენტრირდეთ თქვენ მიზნებზე, იმაზე რაც გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - შესაძლოა თავი იჩინოს ძველმა პრობლემებმა, თუმცა არ იდარდოთ, რადგან მარტივად გადაჭრით ყველაფერს. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

კურო - გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, ეცადეთ სწორად გამოიყენოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათ.

ტყუპები - ეცადეთ გაფანტოთ ილუზია, დღეს მაქსიმალურად გჭირდებათ რაციონალურობა. დღეს მოგიწევთ იმის გადაფასება ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა.

კირჩხიბი - მნიშვნელოვანი დღეა, ეცადეთ გამოხატოთ ემოცია, რომელიც გაქვთ თქვენი მეორე ნახევრის მიმართ, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი ვისთანაც წარსულში გაკავშირებდათ რაღაც ურთიერთობა. 

ლომი - დღეს ენერგია განსაკუთრებით მოზღვავებული გექნებათ, შესაბამისად კარგი იქნება ნებისმიერი საქმის განხორციელება. ეცადეთ დღე ადრე დაიწყოთ, ნებისმიერი საქმე რომელსაც დაიწყებთ გამოგივათ.

ქალწული - განსხვავებული დღე გელოდებათ, კარგი იქნება გამოხატოთ მეტი სითბო და ემოცია.

სასწორი - ემოციების მართვა დღის მთავარი თემა იქნება. შესაძლოა იყოს გარკვეული გაუგებრობა ოჯახში, თუმცა თქვენი დიპლომატია დაგეხმარებათ მარტივად გამოასწოროთ ყველაფერი.

მორიელი - კომუნიკაციის თვალსაზრისით გმართებთ სიფრთხილე, ეცადეთ აკონტროლოთ ვის რას ეუბნებით. ასევე ეცადეთ გაფილტროთ ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვა. ნაკლები ისაუბრეთ და მეტი იმოქმედეთ.

მშვილდოსანი - დღეს თქვენთვის ფინანსური საკითხები იქნება პრიორიტეტული, ეცადეთ იპოვოთ მეტი სტაბილურობა. არ არის სასურველი გარისკვა ან სიჯიუტე.

თხის რქა - მნიშვნელოვანი დღეა, მარტივად წარმოაჩენთ საკუთარ თავს. გექნებათ ბევრი შესაძლობებლობა და გამოიყენეთ ეს დღე. 

მერწყული - დღეს მარტივად შეძლებთ პასუხი გასცეთ იმ კითხვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. არ აიღოთ ახალი ვალდებულებები. 

თევზები - აქტიური დღე იქნება, კარგი იქნება გაატაროთ ეს დღე მეგობრებთან ერთად ან დაკავდეთ ახალი საქმით, იყავით გულახდილები და გაუზიარეთ თქვენი იდეები ახლობლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით