ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც პირადი რუკის მნიშვნელობაზე საუბრობს:
როდესაც მეკითხებიან: პირადი რუკით მირჩიე, როგორ ვნახო სასურველი საქმიანობა?
- შეკითხვას ვუბრუნებ: რისი კეთება განიჭებს ბედნიერებას?
შენი ასტროლოგიური რუკა - შენი გულია, მოუსმინე მას!
ცხოვრებაში ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც უგულებელყოფენ თავიანთ მოწოდებას და კარგი შემოსავლის ძიებაში ან რაიმე სხვა მიზეზით პოულობენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ შეესაბამება მათი სულის მოწოდებას.
ასეთი ადამიანების რუკაში იკითხება შემდეგი შიდა წინააღმდეგობა: მაგალითად, როდესაც მერკური საკმაოდ ძლიერია რუკაში და ადამიანი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ლოგიკით, მაგრამ მთვარე დაძაბულ მდგომარეობაშია ამავე მერკურისთან, განსაკუთრებით კვადრატში ჰაერისა და წყლის ნიშნებს შორის (მაგალითად, ტყუპები- თევზები), ამ შემთხვევაში, გონება ერთს აკეთებს და ემოციური ბუნება სხვას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ეს ასპექტი საქმიანობის ზონებს ეხება პირად რუკაში, ეს კონფლიქტი რეალურ ცხოვრებაში აისახება, როგორც არასწორი პროფესიული არჩევანი.
ეს, რა თქმა უნდა, მცდარი გზაა. მაშინაც კი, თუ ასეთ სამუშაოს დიდი შემოსავალი მოაქვს, დროთა განმავლობაში ადამიანი განიცდის შინაგან დისჰარმონიას და გადაწვას.
პრაქტიკაში ეს ყველაზე ხშირად ჩანს მაშინ, როდესაც მე-10 სახლის მმართველი ან მასში მდგომი პლანეტა დაძაბულ ასპექტშია მთვარესთან, განსაკუთრებით ოპოზიციურ ასპექტში, ფიქსირებული ჯვრების ნიშნებში (მაგალითად,ლომი - მერწყული), რაც აყალიბებს ჯიუტად შენარჩუნებულ, მაგრამ შინაგანად დამანგრეველ მდგომარეობას. ეს უკვე გადადის ნერვულ გამოფიტვაში, ძილის პრობლემებში და ფსიქიკურ გადაღლაში, ანუ სხეული იწყებს იმაზე ლაპარაკს, რასაც ადამიანი იგნორირებას უკეთებდა.
თუ ადამიანი შეყვარებულია თავის საქმეზე, მაშინაც კი, თუ მისგან მიღებული შემოსავალი ძლივს აღწევს საარსებო მინიმუმს (მე-6, მე2, მე-5, 1-ელი სახლის ანალიზი), მას მაინც შეუძლია იყოს ბედნიერი და კმაყოფილი. ასეთ დროს რუკაში ჩანს ჰარმონია, მაგალითად, როდესაც მზე და მარსი ტრინში არიან, ადამიანი გრძნობს, რომ აკეთებს იმას, რაც მის ბუნებას შეესაბამება და მასში არ არის წინააღმდეგობა, ან როდესაც მთვარე და ვენერა არიან ტრინში, იქ ვლინდება სტაბილური კმაყოფილება და სიმშვიდე.
ეს კანონზომიერია, რომ ვერც ერთი სამუშაო ვერ შესრულდება სინდისიერად, სიყვარულის გარეშე. იქ, სადაც ეს არ არის, ხშირად ვხედავთ ვენერასა და სატურნის დაძაბულ ასპექტებს, განსაკუთრებით კვადრატს კარდინალურ ნიშნებში (მაგალითად,ვერძი - თხის რქა), როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც უნდა, მაგრამ არა იმას, რაც უყვარს.
მე მჯერა, რომ საყვარელი საქმის გამო, ადამიანმა უნდა გაწიროს ცხოვრებისეული მატერიალური ჯილდოები. ეს კარგად ჩანს, როდესაც მე-10 სახლი დაკავშირებულია მე-12 სახლთან, ან როდესაც ნეპტუნი აქტიურია პროფესიის თემაში, განსაკუთრებით ტრინში და წყლის ნიშნებში, როდესაც ადამიანი ირჩევს შინაგან ბედნიერებას მატერიალური სტაბილურობის ნაცვლად, მაგრამ თუ იგივე ნეპტუნი კვადრატშია მიწის ნიშნებთან, შეიძლება ადამიანი დაიკარგოს ილუზიებში და ვერ მოახდინოს თავისი მოწოდების რეალიზაცია პრაქტიკულად.
„აიღე ის, რაც გინდა, მაგრამ ჯერ გადაიხადე ფასი“ - ეს გამონათქვამი ძალიან მომწონს და ეს კანონზომიერება ხშირად ჩანს სატურნის გავლენით, როდესაც სატურნი უასპექტებს მე-10 სახლს ან მის მმართველს, განსაკუთრებით ტრინში,, ადამიანი ნელა, მაგრამ მყარად აშენებს საკუთარ ცხოვრებას. ხოლო კვადრატში ან მუტაბელურ ნიშნებში, ეს ასპექტი ვლინდება, როგორც გაურკვევლობა, შეცდომები და სავალი გზის ხშირი შეცვლა, სანამ ადამიანი საბოლოოდ არ იპოვის საკუთარ მიმართულებას, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეს წესი თითქოს უფრო ფართოდ მიღებული გახდა, დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ გულით შესრულებული სამუშაო ფასობს.
როდესაც ადამიანის რუკაში პირადი პლანეტები ჰარმონიაში მოდის მის პროფესიულ ხაზთან, ეს ინდივიდი აღარ შრომობს მხოლოდ გადარჩენისთვის, ის რეალიზდება და სწორედ აქ ქრება ის დისჰარმონია, რომელიც თავიდანვე ჩნდებოდა მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ გზას აცდენილი იყო“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: