Digest Logo

„მე მდიდარი ვარ, მე ფეხზე მყარად ვდგავარ“ - რა მანიფესტაცია უნდა ჩაატარონ ზოდიაქოს ნიშნებმა პირველ დეკემბერს იმისთვის, რომ მან სწორად იმუშაოს

1733036303
გიორგი ხუბულავა

მანიფესტაცია არის ჩვენი ფიქრის და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი, ანუ მე ვფიქრობ, მაშასადამე ეს ფიქრი ჩემთან მოვა.

დღეს, 1-ელ დეკემბერს ახალმთვარეობაა, რაც საშუალებას იძლევა კონკრეტული მანიფესტაცია ჩავატაროთ. 

რომელ ზოდიაქოს ნიშანმა რა სიტყვები უნდა წარმოთქვას - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგმა გიორგი ხუბულავამ ისაუბრა.

„1 დეკემბერს არის ახალმთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ვისაუბრებ მანიფესტაციებზე ზოდიაქოს ნიშნებისთვის, იმაზე თუ რა მანიფესტაციით უნდა მიმართონ კოსმოსს ვერძებმა, ლომებმა, მშვილდოსნებმა, ტყუპებმა, სასწორებმა და მერწყულებმა, რომ მათი აზრები და ქმედებები კოსმოსთან ჰარმონიაში იყოს. 

მანიფესტაციას რომ ძალა აქვს ბევრისთვის ცნობილი ამბავია. ყოველთვის ყველა მანიფესტაცია ყველასთვის არ მუშაობს, სწორედ ამიტომ უნდა ვნახოთ, რა ხდება ცაზე. რომელი ზოდიაქოსთვის რომელი მანიფესტაციაა შესაფერისი. 

ვერძებმა პირველ დეკემბერს რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე ვფლობ ინფორმაციას, მე საკუთარი თავი უკვე ვიპოვე. როდესაც ამას წარმოთქვამთ უნდა იაზრებდეთ რასაც ამბობთ, განიცდიდეთ ემოციას და შეიგრძნოთ თქვენი სხეულის მოძრაობა. 

ზოგადად, ვერძებისთვის დეკემბრის პირველ ნახევარში კარგი იქნება გაიცნოთ ახალი ადამიანები, არ გაატაროთ სახლში დიდი დრო.

ლომებმა პირველ დეკემბერს მთელი არსებით, დღეში რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე ვიცვლები უკეთესობისკენ, ბრაზი მე ვერ მერევა. 

ზოგადად, ლომებს დეკემბრის პირველ ნახევარში გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და დიდად არ იაქტიუროთ. 

მშვილდოსანმა პირველ დეკემბერს რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე ხელახლა ვიბადები, მე ბევრი რამ გადავაფასე. 

ზოგადად, მშვილდოსნებისთვის დეკემბრის პირველ ნახევარი ცვლილებებისთვისაა. შეეცადეთ, მოწყდეთ ყოველდღიურობას, შეაფასოთ და შეაჯამოთ თქვენი ბოლო პერიოდი. 

ტყუპებმა პირველ დეკემბერს რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე მცნობენ, მე მაღიარებენ. 

ზოგადად, ტყუპებისთვის დეკემბრის პირველ ნახევარი კარგი დროა საკუთარი თავის გამოხატვისთვის, გირჩევთ ახალი ხალხის გაცნობას. 

სასწორმა პირველ დეკემბერს მთელი არსებით, დღეში რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე ბევრ რამეს ვხვდები, მე ბევრი რამე გადავიაზრე. 

ზოგადად, სასწორებისთვის დეკემბრის პირველ ნახევარი კარგი დროა გარემოს შეცვლისთვის. ჩაუჯექით წიგნებს ან ფილმებს. 

მერწყულებმა პირველ დეკემბერს მთელი არსებით, დღეში რამდენჯერმე უნდა წარმოთქვათ ფრაზა - მე მდიდარი ვარ, მე ფეხზე მყარად ვდგავარ. 

ზოგადად, მერწყულებისთვის დეკემბრის პირველი ნახევარი ფინანსური კუთხით დადებითია. გირჩევთ, ამ პერიოდში საკითხებს პრაგმატულად შეხედოთ და დრო მატერიალურ თემებს დაუთმოთ“, - ამბობს ასტროლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან...“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ონიანის მეუღლე

ცნობილია ვინ იყო ქალი, რომელიც სასიკვდილოდ თავისმა შვილმა გაიმეტა

⭕სუსი: აქციების დროს დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში