Digest Logo

🎥 „დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან...“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ონიანის მეუღლე

1733034566
შორენა ონიანი

ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალის ტყუპები საავადმყოფოდან უკვე გაეწერნენ და ოჯახში წავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი ავრცელებს.

„დედიკოს ანგელოზები სახლში ბრუნდებიან.

სამწუხაროდ დედიკო მფარველი ანგელოზი ეყოლებათ“, - წერს გიგა ცხელიშვილი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა და ორი ტყუპის დედა გახდა.

გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. ვრცელდებოდა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება ახალდაბადებულ ტყუპებს, თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილია ვინ იყო ქალი, რომელიც სასიკვდილოდ თავისმა შვილმა გაიმეტა

⭕სუსი: აქციების დროს დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში

„26 მაისის და 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს პოლიციის მისამართით ცეცხლანთებული ბოთლები, ასაფეთქებლები, ჩაქუჩები და ბეტონის ნატეხები არასოდეს უსვრიათ! - ჭკუიდან გადასულმა ოპოზიციის აქტივმა რაც იკადრა რუსთაველზე, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“ - ირინკა ბათიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება