Digest Logo

„მეორადი ტანსაცმელები ადამიანს ცხოვრებას უწამლავს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ნივთების ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე

1762846348
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სახლში ნივთების განთავსებაზე რეკომენდაციებს გვიზიარებს და ასევე მათ ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ჩვენი ორგანიზმის შემდეგ, სახლი ყველაზე დიდი ენერგეტიკული ცენტრია, რომელსაც ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.

ხანდახან, არეული სახლი ჩვენს შიდა განწყობაზეც დიდად ზემოქმედებს, ხოლო მასში არსებული ნივთები კონკრეტულ რეგლამენტს იძენენ, რომლებსაც სწორი გამოყენება ესაჭიროებათ.

მაგალითად: თუ სახლში წყლის მილებია გამსკდარი, გირჩევთ დროულად შეაკეთოთ, ეს მინიშნებაა მატერიალური სიდუხჭირისკენ ან ემოციური გადატვირთვის წინაშეა დამდგარი ოჯახი, შესაძლოა რომელიმე წევრი ან თქვენ, შესაბამისად დროულ ყურადღებას ითხოვს მოცემულობა.

სარკე - ძალიან ძლიერი სიმბოლო, სულიერი და ენერგეტიკული ბალანსის კუთხით.

ეცადეთ, რომ გამტყდარი სარკე სახლში არ შეინახოთ, უბრალოდ დაემშვიდობეთ. სარკე ყოველთვის გაწმენდილი და სუფთა უნდა იყოს. ბინძური შუშა გაურკვევლობებს ბადებს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარდებსა და ფანჯრებს. გახსნილი ფარდა ახალ შესაძლებლობებს ბადებს, ცნობიერებაც ფართოვდება, ხოლო მუდმივად დახურული ფარდები ნიშანია თავდაცვის და დროებითი იზოლაციის.

ძალიან კარგი ენერგია მოდის მაშინ, როდესაც დილით ფარდა იხსნება მზისკენ - ეს დღის მისალმებას ნიშნავს.

ხშირად, ადამიანები წამლებს სხვადასხვა ადგილებში მიმოფანტავენ ხოლმე, რაც დაუშვებელია!

წამლები არ უნდა ინახებოდეს სარკესთან, საკვებთან, საწოლთან, რადგან ენერგეტიკული არევის წინაშე არ დადგეთ, თორემ ეს მოიტანს მეტ სირთულეებს თქვენს ცხოვრებაში.

წამლებისთვის საუკეთესო ადგილია დახურული სუფთა თარო.

აგრეთვე, ძალიან მძიმედ რეაგირებს ხოლმე ზოგჯერ ორგანიზმი მეორად ტანსაცმელებზე და ბევრი ამას ვერც კი გრძნობს, არადა მეორადი ტანსაცმელები ადამიანს ცხოვრებას უწამლავს. რა იცით თქვენ ეგ ტანსაცმელი ვის ეცვა და რა აურის მატარებელია? მეორად ტანსაცმელს, როცა სრულიად უცხო ადამიანისგან იღებთ უნდა ჩაუტაროთ წმენდვები, როგორც საეკლესიო ისე ენერგეტიკული, რომ ძველი ნეგატივისგან გათავისუფლდეთ.

კარგია მარილიან წყალში რეცხვა, მზეზე დადება, რადგან მზის სხივები ძველ ძალებს სპობს.
სახლში ძველი ნივთები, ზედმეტი აქსესუარები, გაფუჭებული ტექნიკა, აფერხებს განვითარების შანსებს.

საათი - ეცადეთ საათი მუდმივად სწორად მოძრაობდეს. მისი გაჩერება არაა სასიამოვნო.

ეცადეთ ყოველთვის ზუსტი თანმიმდევრობით გქონდეთ დალაგებული წიგნების თარო, რადგანაც ისინი თქვენი გონების ენერგიას აკონტროლებენ. საძინებელში მძიმე ჟანრის წიგნების დადება არაა რეკომენდებული. ეს ძილს და ცხოვრებას მძიმედ დაგიფრთხობთ.

სამკაულები: არასდროს არ მიიღოთ უცხო ადამიანისგან, თუნდაც ნაცნობისგან სამკაულები, თუ ეს რაიმე „ზე განსაკუთრებული“ შემთხვევა არ არის.

ბეჭდები დიდ ემოციას ატარებენ და მასში ბევრი ცრემლი თუ სიხარულია არეული, ამიტომ ყოველთვის გერჩივნოთ გქონდეთ ახალი, ვიდრე მიიღოთ ძველი და გაურკვეველი ისტორიის, რომელმაც არაა გამორიცხული თავდაყირა დააყენოს ყველაფერი.

თითქოს, დეტალებია, მაგრამ ზუსტად ასეთი მომენტები ცვლიან ცხოვრებას!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ვიტამინები აკლია? - სპეციალისტის რჩევები ზამთრისთვის

⭕„გაუშვი ის, რაც გაბრკოლებს...“ - 11 ნოემბერი სარკისებური თარიღია: რა უნდა გავითვალისწინოთ ქეთი ოდიშელის რეკომენდაციები

⭕ თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა