16 ოქტომბერი - მეორე შანსი, ცდუნებები და ილუზიები:
16 ოქტომბერი გვაძლევს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ წარსულში დაწყებულ საქმეებს, აღვადგინოთ მნიშვნელოვანი კავშირები და კიდევ ერთხელ ვცადოთ ის, რაც ადრე ვერ მოხერხდა.
დღის პირველ ნახევარში მთვარის, მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ურთიერთქმედება ხელს უწყობს მოლაპარაკებებს, შეთანხმებების აღდგენასა და უთანხმოებების მოგვარებას. შესაძლოა, გამოჩნდეს ძველი შეთავაზების მიღების ან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის დაბრუნების შანსი. ქირონის რეტროგრადული მოძრაობა კი გვიბიძგებს, წარსული გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა ახალ გადაწყვეტილებებში გამოვიყენოთ.
მთვარის უკურსო ფაზის გამო, რომელიც დაახლოებით 17:00 საათამდე გაგრძელდება თბილისის დროით, უმჯობესია, ამ პერიოდში უკვე დაწყებული საქმეები გავაგრძელოთ, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ და სამომავლო ნაბიჯებისთვის მოვემზადოთ. ახალი პროექტების დაწყება და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება კი მოგვიანებით გადავდოთ.
დღის მეორე ნახევარში მთვარე თხის რქაში გადადის, თუმცა ნეპტუნთან დაძაბული ასპექტი და „ლილიტთან“ შეერთება რეალობის სწორად შეფასებას ართულებს. შესაძლოა, ილუზიებმა, შიშებმა ან მიმზიდველმა დაპირებებმა შეცდომაში შეგვიყვანოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებში. გადაამოწმეთ ინფორმაცია, ყურადღებით გაეცანით შეთავაზებების პირობებს და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმის შიშით, რომ ხელსაყრელ შესაძლებლობას დაკარგავთ.
დღის მეორე ნახევარში მეშვიდე მთვარის დღეც იწყება, რომელიც ტრადიციულად სიტყვების ძალასა და მეტყველებას უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ამბობთ და როგორ გამოხატავთ საკუთარ განზრახვებს. შეგიძლიათ, ჩამოწეროთ თქვენი მიზნები, გამოხატოთ მადლიერება და გააანალიზოთ, რა ნაბიჯები მიგაახლოებთ სასურველ შედეგებთან.
16 ოქტომბრის მთავარი გზავნილია: გამოიყენეთ მეორე შანსი, ისწავლეთ წარსული გამოცდილებიდან და ნუ მისცემთ ილუზიებს თქვენი არჩევანის განსაზღვრის საშუალებას. ყველა მიმზიდველი შესაძლებლობა რეალურ სარგებელს არ გვპირდება, ამიტომ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მიიღეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: