Digest Logo

მერკური დირექტიული გახდა – რა ცვლილებებს უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?

1755004215
ჰოროკოპიჰოროკოპი

2025 წლის 11 აგვისტოს, მერკური კირჩხიბის ნიშანში დირექტიული (წინმავალი) გახდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გარდატეხას მოასწავებს.

რეტროგრადული (უკან მავალი) მერკურის დროს ხშირი იყო კომუნიკაციური შეცდომები, გადადებული გეგმები და დაბნეულობა. ახლა კი, ამ პლანეტის პირდაპირი მოძრაობა სივრცეს ათავისუფლებს ძველი დაბრკოლებებისგან.

რას ნიშნავს ეს?

მერკური, როგორც კომუნიკაციის, აზროვნებისა და ლოგიკის პლანეტა, როდესაც ისევ თავის პირდაპირ კურსს უბრუნდება, ადამიანებს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად იფიქრონ, ეფექტურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ.

ვისთვის არის ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული?

♈ ვერძი

საკუთარი აზრების დასახარისხებლად იდეალური დროა. თუ ბოლო პერიოდში კომუნიკაციაში გაუგებრობები გქონდა, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის და კონტრაქტების დასადებად.

♉ კურო

ფინანსური საკითხები განიმუხტება. გადადებული გადახდები, ან გაურკვეველი გარიგებები მოწესრიგდება. ურთიერთობებში კი მეტი სიცხადე და ემოციური სტაბილურობა შემოვა. 

♊ ტყუპები

შენ ხარ მერკურის მიერ მართულ ნიშანში, ამიტომ ეს ცვლილება პირდაპირ გეხება. თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობ. იდეების განხორციელებისთვის კარიბჭე ფართოდ იღება, გამოიყენე შანსი. 

♋ კირჩხიბი

მერკური ახლა შენს ნიშანშია და ეს ნიშნავს: დროა გამოხატო ემოციები და დაალაგო ის, რაც შიგნიდან გღრღნიდა. ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი დადებითად აისახება ურთიერთობებზე. 

♌ ლომი

დროა, ფოკუსირდე კარიერულ მიზნებზე. დაგეგმვა და აქტიური მოქმედება შედეგს მოგიტანს. წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც აქამდე გაბედულად ვერ გააკეთე, ახლა სწორად შეიძლება განხორციელდეს. 

♍ ქალწული

ისევ მერკურის ნიშანი ხარ - ასე რომ, ბლოკვები გეხებოდა ორმაგად. ახლა ფოკუსი განათლებაზე, სულიერ განვითარებაზე და გონებრივ ზრდაზე გადავა. ინფორმაცია, რომელიც გჭირდებოდა, მოდის. იყავი ღია და ყურადღებიანი. 

♎ სასწორი

ურთიერთობებში მეტი სიმშვიდე და თანასწორობა მოვა. თუკი ბოლო დროს კონფლიქტები ან გაურკვევლობები იყო, შეგიძლია მშვიდად ისაუბრო და პოზიტიური გამოსავალი იპოვო. 

♏ მორიელი

პროფესიული სფერო გააქტიურდება. დროა, მნიშვნელოვანი პროექტები გამოაცოცხლო. ასევე, მერკურის დირექტიულობა დაგეხმარება უკეთ გამოხატო საკუთარი თავი, იდეები და მოტივაცია. 

♐ მშვილდოსანი

ფიქრებიდან მოქმედებაზე გადადი. მოგზაურობა, განათლება ან საერთაშორისო კომუნიკაცია - ახლა ყველაფერს მეტი სიცხადე და ორგანიზებულობა მოჰყვება. 

♑ თხის რქა

სასურველია ფინანსური დოკუმენტების გადახედვა. ურთიერთობებში მეტი სიმართლის და პატიოსნების დროა. საერთო მიზნები და ღირებულებები გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს. 

♒ მერწყული

მერკურის დირექტიულობა დაგეხმარება, რომ მცირე ბარიერებიც გადალახო ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუშაობაში და ურთიერთობებში ორგანიზებულობა და სიცხადე დაგიბრუნდება. 

♓ თევზები

კრეატიული იდეები, რომელიც მიგატოვებინეს შენს თავში, ახლა ნელ-ნელა გაღვივდება. ინტუიცია ძლიერდება. სიყვარულში კი გაგიჩნდება გამბედაობა, რომ გულწრფელად ისაუბრო.