Digest Logo

🎥 „მერკური რეტროგრადულია და დაძაბული დღე გველის...“ - 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1724578978
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს, 25 აგვისტოს სახასიათო ნიშნებზე საუბრობს.

ხათუნა ნოელი ამბობს, რომ მთვარე კვლავ კუროს ნიშანშია და დაძაბული ასპექტი მხოლოდ მერკურთან აქვს:

„25 აგვისტო არის მთვარის 21-ე 22-ე დღეები. როგორც ხვდებით ის კლებაშია და ჯერჯერობით კვლავ კუროს ზოდიაქოს ნიშანშია.

მთვარის ასპექტებში მხოლოდ მერკურს აქვს დაძაბულობა, ისიც საღამოს 9 საათისათვის ამოიწურება. თუმცა უფრო ადრეც 7 საათისთვის შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს. ჰარმონია კი მთვარეს ვენერასთან, სატურნთან, ნეპტუნთან და გვიან საღამოს პლუტონთან აქვს. ეს ასპექტები ბევრი კარგი რამის გაკეთების საშუალებას გვაძლევს

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკური რეტროგრადულია და დაძაბული დღე გველის. თავი შევიკავოთ დოკუმენტებზე ხელის მოწერისაგან, წერილის გაგზავნისაგან და შესაძლოა ჩვენგან გაშვებული ინფორმაცია სწორად ვერ გაიგონ. არ არის რეკომენდებული სამოგზაუროდ წასვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ტანსაცმლის ფეხსაცმლის და კოსმეტიკური პარფიუმერიის შეძენა დასაშვებია, ასევე ქიმიური საშუალებების შეძენაც. არ არის მიზანშეწონილი უძრავი ქონების ყიდვა“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

⭕აშშ-ში 4 წლის ბავშვს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს - ეჭვმიტანილი ბავშვის დეიდაა

⭕ჰეილი და ჯასტინ ბიბერები მშობლები გახდნენ