ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე - მერკურის კაზიმზე წერს.
მისი განმარტებით, მორიელის ნიშანში მზისა და რეტროგრადული მერკურის ზუსტი შეერთება ქმნის უნიკალურ „რენტგენის ეფექტს“, რომელიც საიდუმლოებების ამოხსნას, ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩასვლას და დიდი ხნის განმავლობაში ბუნდოვანი კითხვებისთვის ზუსტი პასუხების მიღებას ემსახურება.
„მერკურის კაზიმი მორიელში დღეს, 4 ნოემბერს, 18:17 საათზე, მორიელის ნიშანში მზისა და მერკურის ზუსტი შეერთება იქნება.
🔮 რას უკავშირდება და რატომ არის მნიშვნელოვანი? კაზიმი არაბული ასტროლოგიის ტერმინია და „მზის გულში“ ყოფნას ნიშნავს. როდესაც პლანეტა მზესთან ზუსტ შეერთებაში შედის (17 წუთზე უფრო ახლოს მიდის), ის კი არ „იწვება“, არამედ მზის უზარმაზარ ენერგიას იღებს და მაქსიმალურად ძლიერდება. რადგან მერკური ახლა რეტროგრადულია, მისი კაზიმი დაუკავშირდება მიხვედრილობას, გამჭრიახობას, შინაგან „განათებასა“ და საჭირო ინფორმაციის იოლად მოძიებას.
♏ ეს მორიელის ნიშანში ხდება, აქედან გამომდინარე, მერკურს რენტგენის ეფექტი ექნება. ეს არის საიდუმლოებების ამოხსნისა და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩასვლის დრო. ის, რაც აქამდე გაურკვეველი, ბუნდოვანი ან დამალული იყო, უცბად ნათელი და მკაფიო ხდება. ეს საუკეთესო პერიოდია სიღრმისეული ანალიზისთვის, საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობისა და იმ კითხვებზე ზუსტი პასუხების მისაღებად, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.
🎯 ვისთვის იქნება ეს კაზიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ეს „ინფორმაციული გასხივოსნება“ ყველაზე მკვეთრად ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე იმოქმედებს:
📌 პირველ რიგში, იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, ასცენდენტი (Asc) ან სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება) მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის 9-დან 15 გრადუსამდე აქვთ განლაგებული (რადგან შეერთება 12°11' გრადუსზე ხდება).
📌 ასევე, განსაკუთრებულ რეზონანსს იგრძნობენ მზის ნიშნით მორიელები ან კუროები, განსაკუთრებით კი 2-6 ნოემბრისა და 1-5 მაისის შუალედში დაბადებულები. მათ ცხოვრებაში ეს დღე (+/1 დღე) მნიშვნელოვანი იქნება - მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც მათ ცხოვრებას გარკვეულწილად შეცვლის ან მათი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას მოიტანს“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: