ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ როგორ განაპირობებს ვენერას განთავსება სტიქიებში ადამიანების დამოკიდებულებას სიყვარულის, ურთიერთობებისა და მიჯაჭვულობის მიმართ.
ავტორის განმარტებით, თითოეულ სტიქიას (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) გრძნობების გამოხატვის ექსკლუზიური და განსხვავებული ფორმა აქვს, რის გამოც პარტნიორებს შორის ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად ამ თავისებურებების გაცნობიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
„ვენერა სტიქიებში.
სხვა საკითხებთან ერთად, ვენერა გვიჩვენებს, როგორ გამოხატავენ ადამიანები სიყვარულს, როგორ აღიქვამს ადამიანი ურთიერთობებს და მიჯაჭვულობას. მიჯაჭვულობის რომელ თვისებებს და გამოვლინებებს აღიქვამენ ადამიანები ყველაზე მძაფრად და რომელზე რეაგირებენ ყველაზე მეტად?
ის, რაც ლომში ვენერისთვის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია და კომფორტული, შესაძლოა, ტყუპებში ვენერისთვის საერთოდ არ იყოს მისაღები.
მაგ: ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანის გულის მოგება, სიყვარულის დრამატული გამოხატვით შეიძლება,
ხოლო,ჰაერის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანზე ასეთმა ქცევამ შესაძლოა საპირისპირო ეფექტი მოახდინოს და დააფრთხოს კიდეც.
ანალოგიურად, ჰაერის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანს შეიძლება უფრო გაუადვილდეს დისტანციური ურთიერთობის შენარჩუნება, ვიდრე მიწის სტიქიაში ვენერის მქონეს, რომელსაც სხვებზე მეტად სჭირდება ფიზიკური სიახლოვე.
ვენერა ცეცხლის სტიქიაში:
(ვერძი/ლომი/მშვილდოსანი)
ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანებს, რომანტიკის და ურთიერთობების შესახებ ძალიან იდეალისტური და ეგოცენტრული წარმოდგენები აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ზოგადად, პრეტენზიულობით არ გამოირჩევიან, შესაძლოა, ღიად უგულებელყონ საყვარელი ადამიანის ოცნებები და სურვილები.
ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად, წინასწარ წერენ საკუთარი სასიყვარულო ცხოვრების სცენარს და ნამდვილად ელიან, რომ პარტნიორი ამ სცენარის მიხედვით იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძლიერ იმედგაცრუებულნი რჩებიან.
მათ საკუთარი თავი თბილ და ვნებიან ადამიანებად მიაჩნიათ და სინამდვილეშიც ასეთები არიან!
თუმცა, ზოგჯერ რთულია მათი დარწმუნება იმაში, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ეგოისტურადაც იქცეოდნენ.
ცეცხლის სტიქიაში ვენერას სჭირდება ურთიერთობებში ახალი სიცოცხლის და მუხტის შეტანა, რაც შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს იმ პარტნიორებისთვის, რომლებსაც უფრო მშვიდი და თანაბარი ურთიერთობა ურჩევნიათ.
ყველაზე არასასურველი გამოვლინებისას, ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები შეიძლება ენერგეტიკულ ვამპირებსაც კი ჰგავდნენ:
ახლობლებისგან ყურადღებას მოითხოვენ, იღებენ მას და შემდეგ საყვარელი ადამიანის ენერგიით იკვებებიან!
თუ პარტნიორს დრამატული ემოციები და ასეთი ურთიერთობის სტილი მოსწონს, პრობლემაც არ არსებობს.
ხოლო მათთვის, ვინც ამგვარი ვნებიანობისკენ ნაკლებად არის მიდრეკილი, ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანი, შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში მომხიბვლელი იყოს მათთვის, მაგრამ საბოლოოდ დამღლელი აღმოჩნდეს.
სიყვარულში ცეცხლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები, ზოგჯერ საკმაოდ უხეშები და პირდაპირები არიან და თქვენგანაც იმავეს ელიან. მათ ანთებთ სპონტანურობა და გრანდიოზული ჟესტები.
ურთიერთობებში მათ ყველაზე მეტად ენერგია, აზარტი და ყურადღება კვებავთ!
მაშინაც კი, თუ მათი მზის ნიშანი უფრო თავშეკავებულია, ურთიერთობებში ისინი, მაინც საჭიროებენ ცოცხალი ემოციების და განცდების შეგრძნებას.
ზოგჯერ ისინი საყვარელ ადამიანებს ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარ გაგრძელებას ან საკუთარი თავის ნაწილს და უარყოფით გამოვლინებაში, მათ ობიექტებივითაც ექცევიან.
ვენერა მიწის სტიქიაში:
(კურო/ქალწული/თხის რქა)
მიწის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები, ყველაზე მეტად აფასებენ მყარ, ხანგრძლივ და საიმედო ურთიერთობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ურთიერთობის დაწყებას გარკვეული სიფრთხილით ეკიდებიან.
მიწის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები, სიყვარულს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობენ, როდესაც პარტნიორის დაინტერესებას ხელშესახები მტკიცებულება აქვს. ისინი დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ ურთიერთობა პრაქტიკულ და ყოფით დონეზე გამართულად ფუნქციონირებდეს. თუმცა, თუ რუკაში წყლის სტიქია არ არის გამოხატული, ზოგიერთისთვის მათი მიდგომა ურთიერთობებისადმი, შეიძლება ზედმეტად პრაქტიკული და კონსერვატიული ჩანდეს.
განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიყვარულის სერიოზული გამოვლინებების მიმართ, რომლებსაც ხელშესახები ფორმა აქვს და რომელთა შეფასებაც ადვილად შეიძლება.
მათი სიყვარულის გამოხატულება, იშვიათად არის გრანდიოზული.
სხვებთან შედარებით, მათ ურთიერთობაში მეტად სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე, სტაბილურობა, საიმედოობა და კომფორტი. თუმცა, როგორც კი ვალდებულებას იღებენ და ურთიერთობაში მყარად დგებიან, შესაძლოა, ადვილად გაღიზიანდნენ, თუ პარტნიორი მათი სიყვარულის მუდმივ მტკიცებულებებს მოითხოვს.
და კვლავ...ყველაზე მეტად ისინი სიყვარულის და ერთგულების ფიზიკურ/პრაქტიკულ გამოხატულებებს აფასებენ.
ყვავილებით გამოხატული რომანტიკა და აღფრთოვანების გადაჭარბებული გამოვლინებები მათთვის ზედმეტად პომპეზურად ან სულაც ზედაპირულად შეიძლება გამოიყურებოდეს.( თუ სხვა მაჩვენებლები არ ეწინააღმდეგება)
ვენერა ჰაერის სტიქიაში:
(ტყუპები/სასწრი/მერწყული)
ჰაერის სტიქიაში ვენერას მქონე ადამიანები, ურთიერთობებში კომუნიკაციას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევენ.
ისინი განსაკუთრებული სითბოთი რეაგირებენ, ინტერესის და სიყვარულის სიტყვიერ გამოხატვაზე.
მათთვის,აზრების გაცვლა ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
მათ ყველაზე მეტად ისეთი პარტნიორები ან პოტენციური პარტნიორები განიზიდავენ, რომლებიც კომუნიკაბელურები არ არიან.
ზოგჯერ ჰაერის სტიქიაში ვენერას მქონე ადამიანებს, უფრო მეტად აინტერესებთ ის, რასაც სხვები შეიძლება ზედაპირულ ქცევად მიიჩნევდნენ, მაგ: საჭირო დროს სწორად შერჩეული სიტყვების თქმა.
მკვეთრად განსხვავებით მიწის სტიქიაში ვენერას მქონე ადამიანებისგან, ჰაერის სტიქიაში ვენერას მფლობელები ნაკლებად მოითხოვენ ფიზიკურ სიახლოვეს და მიჯაჭვულობის უშუალო გამოხატვას.
სანამ მათსა და პარტნიორს შორის არსებობს ის, რასაც ისინი ღია და უწყვეტ კომუნიკაციად მიიჩნევენ, ჩვეულებრივ, გრძნობენ, რომ მათზე ზრუნავენ, უყვართ და აფასებენ.
ასევე, ჰაერის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები, საყვარელი ადამიანებისგან გარკვეულ დამოუკიდებლობას და პირადი სივრცის პატივისცემასაც მოითხოვენ.
ისინი თამაშის მოყვარული, ხალისიანი და ფლირტისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რომლებიც შესაძლოა იმაზე მეტს ჰპირდებოდნენ სხვებს, ვიდრე რეალურად შეუძლიათ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას მოელოდეთ, ცოცხალ გონებამახვილურ და მხიარულ აზრთა გაცვლას.
ვენერა წყლის სტიქიაში:
(კირჩხიბი/მორიელი/თევზები)
ადამიანები, რომლებსაც ვენერა წყლის სტიქიაში აქვთ, სიყვარულის ემოციური გამოვლინებების მიმართ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულ თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ და ახალი სოციალური კავშირების დამყარებისას სიფრთხილეს იჩენენ, სერიოზულ ურთიერთობაში შესვლის შემდეგ მთელი ძალისხმევით ცდილობენ ახლობლებზე ზრუნვას და მათ დაცვას.
მათთვის მიჯაჭვულობის სიტყვიერად გამოხატვა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე გრძნობების გაზიარება.მათ საყვარელ ადამიანთან ერთ მთლიანობად ქცევის მოთხოვნილება აქვთ.
ზოგიერთ ადამიანს უჭირს, წყლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანების გაგება, განსაკუთრებით მათი მგრძნობიარე ბუნების და იმ მიდრეკილების გამო, რომ უკმაყოფილების განცდისას ფიქრებში იძირებიან ან ჩუმდებიან. მათ საკმაოდ უჭირთ, საყვარელი ადამიანის სხვასთან გაზიარება და პარტნიორისგან იმაზე მეტ ერთგულებას მოითხოვდნენ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა.
ამასთან, მათ განსაკუთრებით კარგად შეუძლიათ პარტნიორის უფრო ღრმა მოთხოვნილებების და სურვილების შეგრძნება და სწორედ ამ უნარით ამაყობენ ყველაზე მეტად. პარტნიორის ფარული ემოციური განწყობების ამოცნობით, წყლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები სიყვარულს გამოხატავენ.
ზოგიერთმა პარტნიორმა მაგ:
მათ, ვისაც ვენერა ჰაერის ან ცეცხლის სტიქიაში ჰყავს, შესაძლოა საფრთხედ აღიქვას მათი მიდრეკილება არავერბალური კომუნიკაციისკენ და მეტი სიცხადე ან სიტყვიერი გამოხატულება მოისურვოს.
სხვებმა კი შეიძლება წყლის სტიქიაში ვენერის მქონე ადამიანები ზედმეტად მორიდებულებად, თავის არიდებისკენ მიდრეკილებად ან სულაც ცბიერად მიიჩნიონ.
რა თქმა უნდა, თითოეული ვენერას ზოდიაქოს ნიშნებში აქვს სპეციფიკური განსხვავებებიც და ასევე ვენერასთან არსებულ ასპექტებსაც შეუძლია, შეცვალოს თითოეული ვენერას გამოვლინებები ურთიერთობებში“, - წერს ნინო ალბორიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: