Digest Logo

მერკურის კაზიმი ქალწულში: ცვლილების „ოქროს ფანჯარა“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

1787767445
რამაზ გიგაური

ხვალ, 27 აგვისტოს, თბილისის დროით 21:03 საათზე, ცაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პოზიტიური ასტროლოგიური მოვლენა - მერკურისა და მზის ზუსტი შეერთება, ანუ „კაზიმი“ გველოდება. ეს მოვლენა ქალწულის მე-5 გრადუსზე ხდება.

☀️ რა არის კაზიმი? როდესაც პლანეტა მზესთან ძალიან ახლოს მიდის, ის „იწვება“ და თავის ძალას კარგავს. მაგრამ, თუ ის ზუსტად „მზის გულში“ ხვდება (შეერთება 0 გრადუსსა და 17 მინუტში), პლანეტა წარმოუდგენლად ძლიერდება. ის, ასტროლოგიური თვალსაზრისით, მზის უზარმაზარ ენერგიას იღებს. რადგან ეს მოვლენა ქალწულში (მერკურის საკუთარ ნიშანში) ხდება, ჩვენი გონება, ლოგიკა და ანალიტიკური უნარები თავის პიკს აღწევს.

🎯 ელექციური ასტროლოგიის მიხედვით, რისთვის არის ეს მომენტი იდეალური? კაზიმის ენერგია ზუსტ შეერთებამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და შეერთების შემდეგაც ცოტა ხანს გრძელდება.

ეს დრო მაქსიმალურად პრაქტიკულად უნდა გამოვიყენოთ:

✅ ხელშეკრულებები და საბუთები: საუკეთესო დროა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერისთვის ან ისეთი მოლაპარაკებების დასაწყებად, სადაც მთავარი სიზუსტეა. ამ დროს წვრილმანებიც არ გამოგეპარებათ.

✅დეტალური დაგეგმარება: თუ რაიმე რთული პროექტის სტრუქტურის აწყობა გსურთ, იდეალური მომენტია. გონება ახლა ყველაზე რთულ სისტემებსაც კი მარტივად დაალაგებს.

✅ჯანმრთელობა და რუტინა: რადგან ელექციურ ასტროლოგიაში ქალწული ჯანმრთელობასაც უკავშირდება, შესანიშნავი დროა მკურნალობის დასაწყებად, დიეტის ან ვარჯიშის გრაფიკის შესადგენად.

✅მნიშვნელოვანი მიგნებები და აღმოჩენები: ამ დროს ხშირად მოდის გენიალური და რაც მთავარია, პრაქტიკული იდეები. საინფორმაციო ნისლი, ბუნდოვანება, არამკაფიოობა იფანტება და ყველაფერი ნათელი ხდება.

💡 მთავარი რჩევა: 27 აგვისტოს საღამოს (21:00 საათისკენ) გამონახეთ რამდენიმე წუთი, აიღეთ კალამი და ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები. მზის გულში მყოფი მერკური ამ სიტყვებს რეალიზაციის უდიდეს ძალას მისცემს!

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე სუპერ გოგო ვარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართული კონცერტიდან ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„აიღეთ, დაახლოებით, 30 სანტიმეტრის სიგრძის ძაფი და 3 კვანძი გააკეთეთ...“ - პრაქტიკა 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებისთვის