თუ ბოლო დროს ემოციურად ისე გაზანზარებთ, თითქოს თქვენს შიგნით დრამატული თეატრის ფილიალი გახსნეს — არ ინერვიულოთ, არ „გატეხილხართ“.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ასეთი შეგრძნება გექნებათ.
თევზების ნიშანში დაბნელება ზედაპირზე ამოიტანს ყველაფერს, რასაც აქამდე ოსტატურად ვმალავდით „მერისთვის“: შიშებს, ძველ წყენებს, გადაღლილობას, ილუზიებსა და ფიქრს: „ეს ხომ უკვე გადავიტანე...“.
სიურპრიზი: თურმე, ბოლომდე არა.
ურანთან დაძაბული ასპექტი კი მოულოდნელობის ეფექტს ამძაფრებს: ცხოვრებამ სიმართლე შეიძლება მკვეთრად, დილაადრიან და პირველ ყავამდეც კი დაგანახვოთ.
28 აგვისტოს პრაქტიკა: გაწყვიტეთ ძველი მიჯაჭვულობები, ეს არის სიმბოლური გზა იმისთვის, რომ საბოლოო წერტილი დაუსვათ ყველაფერს, რასაც დიდი ხანია შფოთვით, წყენითა თუ გამოფიტვით ატარებთ.
✨ რა უნდა გააკეთოთ:
✨ აიღეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიგრძის ძაფი და მასზე 3 კვანძი გააკეთეთ:
1️⃣ პირველი - ვალები, უკმარისობის შეგრძნება და ფინანსური შფოთვა;
2️⃣ მეორე - მარტოობა, წყენა და მტკივნეული მიჯაჭვულობები;
3️⃣ მესამე - შიშები, შეზღუდვები და განმეორებადი სცენარები.
შემდეგ ფრთხილად გადაჭერით თითოეული კვანძი მაკრატლით და თქვით:
💬 „ძველ პროგრამებს ვასრულებ. ჩემს ენერგიას ვიბრუნებ. ვირჩევ ბარაქას, ურთიერთსიყვარულსა და ბედნიერ ცხოვრებას. ასე იყოს“.
🗑 გადაჭრილი კვანძები ქაღალდში გაახვიეთ და გადაყარეთ.
💧 ხელები გამდინარე წყლის ქვეშ დაიბანეთ და წარმოიდგინეთ, როგორ უშვებთ წარსულის ტვირთს და ათავისუფლებთ ადგილს ახლისთვის.
ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება ხანდახან ძალიან ჩუმად ჟღერს: „მე აღარ მინდა ძველებურად ცხოვრება“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სანამ მიიღებ, გამოიძინე კარგად სამი ღამე...“ - რას გვირჩევს ფსიქოლოგი