მორიელებისთვის ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია. ორი პირადი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულები არიან 14 ნოემბრამდე. წარსულის გადახედვა, გამოსწორება ახლა აქტუალურია. გარდა ამისა, თქვენი მმართველი პლანეტები - მარსი და პლუტონი - მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნიან და ესეც იმოქმედებს თქვენზე.
მოინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები, რომ იცოდეთ, სად და როდის გაფრთხილდეთ და როდის იმოქმედოთ აქტიურად:
პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან და ასეთი ასპექტი იქნება კიდევ 24-ში - ვენერა რეტროგრადული სვლით იყო თქვენს ნიშანში და გაიხსენეთ, რა მოგიტანათ, რამე ხომ არ იყო წარსულიდან მოსული ან ფული, ან ადამიანი, ან ხომ არ მოგინდათ ძველი იმიჯის, სტილის დაბრუნება?
ვენერა რეტროგრადული იქნება 14 ნოემბრამდე სასწორში, ხოლო თქვენს ნიშანში დირექტიული სვლით დაბრუნდება 4 დეკემბერს. ახლა უნდა დაფიქრდეთ, სად უნდა დააბანდოთ ფული, ვისზე უნდა დახარჯოთ თქვენი სიყვარული და ჰარმონია. და აქვე ვიკითხავ, იქნებ საკუთარ თავზე?
ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - ახალი იდეები დაგებადებათ, მიხვდებით, როგორ უნდა მოაგვაროთ ჩახლართული საქმეები.
9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში - ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენთვის. ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები ის საქმეები, პროექტები, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ. ზოგადად, შექმენით თქვენი მომავლის პროექტი.
11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - შეიძლება შეგეცვალოთ სტატუსი, დაქორწინებით, დაწინაურებით, რამე ძვირად ღირებულის შეძენით.
16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, უკეთესი გახადოთ. მოინდომეთ, რომ დაწინაურდეთ, კარიერულად წარმატებული გახდეთ. ზოგიერთი დაიწყებთ ისეთი საქმის კეთებას, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ.
18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - ახლა მზე თქვენს ნიშანშია, ენერგიის მოზღვავება უნდა იგრძნოთ, მაგრამ თითქოს სასურველის მისაღწევად უნდა გაიბრძოლოთ, უნდა მიდგეთ-მოდგეთ, გავლენიანი ადამიანები შეაწუხოთ, თითქოს უნდა დაარწმუნოთ ზემდგომები, გარშემომყოფები, სამყარო რომ გეკუთვნით წინსვლა, დაწინაურება, თანამდებობა.
19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - მზე თქვენს ნიშანშია და ეჩხუბება მის ერთ-ერთ მასპინძელს - მარსს. უკეთესი უნდა გახდეთ, უკეთესად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ძალა, შესაძლებლობა. შეიძლება მეტად უნდა გააქტიურდეთ, გამოხვიდეთ ჩრდილიდან და გამოამზეუროთ თქვენი თავი, უნარები.
22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა თქვენი ნიშნიდან მშვილდოსნის ზოდიაქოში - ამ დღიდან მეტად იქნებით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საკუთარ თავში (ჯანმრთელობა, სილამაზე, განათლება) ფულის დაბანდებაზე. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი/დამატებითი წყარო.
24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - შეიძლება დაასრულოთ ვალის, კრედიტის გადახდა. მოგვარდება დაზღვევასთან, ალიმენტთან, სხვის ფულებთან დაკავშირებული საქმიანობა. ზოგიერთმა შეიძლება დააბანდოთ ფული რაღაც ნივთში, ტექნიკაში, შეიძინოთ ის, რისთვისაც ფულს აგროვებდით. ზოგიერთი შეიძლება გახდეთ მემკვიდრეობის მფლობელი. მიხვდებით, ვისთან ერთად შეგიძლიათ ფულის დაბანდება, ბიზნესის დაწყება და ვისთან - არა.
26 ნოემბერს თქვენი მმართველი მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება ახალი მეგობარი გაიჩინოთ ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ ვარჯიში, ახალი საქმე, პროექტი.
26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - იყავით დაკვირვებული მუშაობისას. სამსახურში ახალი საქმეები სიფრთხილით დაიწყეთ; გაერკვიეთ დეტალებში. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მოერიდეთ კოლეგებთან დაძაბულობას, უსიამოვნო საუბრებს. არაა გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ენდობოდით, გადაგაგდოთ, გიღალატოთ.
29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - შეიძლება პარტნიორის ფულებით დაიწყოთ სახლის მშენებლობა, რემონტი ან გაქირავებით გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება სახლისთვის შეიძინოთ რაღაც განსაკუთრებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავმუხტოთ ნოემბერი ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, სითბოსა და ბედნიერ მოვლენებზე! ✨