სახლის პირობებში ერთი შეხედვით უწყინარმა კოსმეტიკურმა პროცედურამ შეიძლება ადამიანს სახე და სიცოცხლეც კი წაართვას.
გადაცემაში „იმედის დღე“ პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს ეს ყველაფერი და მათი გამოცდილება საზოგადოებას გაუზიარეს.
„მე გავიკეთე ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია და სახის მოდელირება, ეს იყო ინიექციური საშუალებით გაკეთებული პროცედურა. როცა ექიმს დავუკავშირდი მითხრა, რომ სახლის პირობებში ამ პროცედურის გაკეთება იყო სრულიად უსაფრთხო, ასევე მას ჰქონდა 12-წლიანი გამოცდილება და არანაირ სირთულეს წარმოადგენს ამ პროცედურის გაკეთება სახლის პირობებში.
ქართველ ექიმს სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდი, რომელიც იტალიაში ჩამოდიოდა და აკეთებდა ამ პროცედურებს სახლში. გაკეთებიდან მეორე დღესვე საშინელი ტკივილები დამეწყო ადგილები, სადაც ინიექცია გამიკეთა გამაგრებული იყო, როცა ექიმს დავუკავშირდი მან ეს ყველაფერი ნორმად მიიჩნია“, - ამბობს გოგონა, რომელიც ქუთაისიდან არის.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღის ასტროლოგიური პროგნოზი: რისთვის არის ხელსაყრელი 3 ნოემბერი და რას უნდა მოვერიდოთ?
⭕„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა“ - 3 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით