Digest Logo

„მეტად ცნობადი გახდებით...“ - კარმული მოვლენები და მნიშვნელოვანი ცვლილებები: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

1786944524
თაკო მელიქიშვილი

„დაბნელებების დერეფანი 12.08–29.08

კარმული მოვლენები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს“, - აღნიშნულ საკითხზე პოსტს სოციალურ ქსელში თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„♈ ვერძი მოგიწევთ შვილებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გადახედვა. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან შემოქმედებითი აღმავლობა.

♉ კურო იწყება ახალი ეტაპი ოჯახურ ცხოვრებაში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაძლოა განქორწინება, საცხოვრებლად გადასვლა ან ქონების შეძენა.

♊ ტყუპები შეიცვლება თქვენი გარემოცვა, გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, ძველი კავშირები კი შესაძლოა დასრულდეს.

♋ კირჩხიბი გელოდებათ ახალი ფინანსური შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შემოსავლის ახალი წყაროები.

♌ ლომი შეიცვლება თქვენი სტატუსი ან განვითარების მიმართულება. შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

♍ ქალწული დასრულდება საქმეები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაჭიანურდა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

♎ სასწორი მეტად ცნობადი გახდებით. ახლა მნიშვნელოვანია საკუთარი იდეების საზოგადოებაში რეალიზება.

♏ მორიელი კარიერული წინსვლა ან სამსახურის შეცვლა. ზოგიერთს დაწინაურება ელის.

♐ მშვილდოსანი მოგზაურობა და მგზავრობა. შესაძლოა იპოვოთ მენტორი და მიიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.

♑ თხის რქა კრიზისიდან გამოსვლის გზა გამოჩნდება. მოსალოდნელია ახალი ბიზნესიდეა ან ინვესტიცია.

♒ მერწყული ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ურთიერთობაში როლები და პარტნიორებთან ურთიერთობის სტრატეგია შესაძლოა შეიცვალოს.

♓ თევზები ახალი სამუშაო შეთავაზება, ახალი მოვალეობები და მეტი პასუხისმგებლობა“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხმამაღლა წარმოთქვით დღის კოდი...“ - მარტივი რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

⭕ „ბევრ რთულ დღეს გავუძელი და ისევ შემეძლო მერწმუნა სიყვარულის...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

„ჩუმი დახვეწილობა არის შინაგანი სამყაროს იმ დონემდე ამაღლების პროცესი, სანამ ის ბუნებრივად არ გარდაქმნის გარეგნულს“ - ფსიქოლოგი