პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 4-წლიანი ურთიერთობის გამოსამშვიდობებელ წერილს გვიზიარებს. ქეთევან ჯანდიერმა რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მას უღალატეს და ურთიერთობის დასრულება მოუწია:
„დიდხანს ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწერა ეს ყველაფერი ისე, რომ არც ჩემი ტკივილი დამემალა და არც ის ლამაზი, რაც ჩვენს შორის იყო, გამეფუჭებინა.
ალბათ, ეს წერილი ყველაზე რთული წერილია, რაც ოდესმე დამიწერია. მაგრამ ყველაზე სწორი ნაბიჯია რაც ცხოვრებაში გადამიდგამს. თანაც საჯაროდ. მაგრამ მინდა ვინც ამას კითხულობ, ჩემს შეცდომაზე ისწავლო..
მე შევცდი. ერთი ხელის მოსმით გავანაგდგურე და დავასრულე ყველაფერი.
არ მიმიცია შანსი ახსნის და ადამიანს დავაბრალე ღალატი, მაშინ როცა სინამდვილე სულ სხვა აღმოჩნდა. ძალიან მრცხვენია და განვიცდი ამას. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ შეიძლება გასწავლოს ადამიანს.
არ გამოიტანო ნაჩქარევი დასკვნები, როცა გტკივა და ემოციურ სიბრმავეში ხარ.
ჰო, მე ეზოტერიკოსი ვარ. ბევრი რამ მიგრძნია, ბევრი რამ დამინახავს, ინტუიციით ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შემიხედავს და დავხმარებივარ. მაგრამ ერთ რამეს უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი, ვისაც უაზროდ გაბერილი მოთხოვნა აქვს იყო „ჭკვიანი” და ტექსტი „კი მაგრამ, შენ? შენ ასეთს როგორ?!”. აი ასე ჩემო კარგო. მარტივად. ის, რომ ექსტრასენსი ხარ, არ ნიშნავს, რომ ღმერთი ხარ.
შენც ადამიანი ხარ. შენს ცხოვრებაში ხარ ცოცხალი ადამიანი, რომელიც პროფესიულ მანდატს იხდი და შეგიძლია იგრძნო, მაგრამ შეცდე. შეგიძლია დაინახო, მაგრამ რაღაც ვერ გაიგო. შეგიძლია სხვებს დაეხმარო, მაგრამ საკუთარ გულთან ყველაზე რთული გამოცდა გქონდეს ჩასაბარებელი.
და მე მქონდა.. მე მინდა სწორად დავსვა აქცენტები, რადგან მაწუხებს. მაწუხებს რომ ცხელ გულზე თქვენამდე, ჩემიანებამდე (ძაილიან ბევრ ადამიანამდე) არასწორი და გაურკვეველი/გადაუმოწმებელი ცხელი ამბავი მივიტანე.
არ უარვყოფ, ნამდვილად, ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სირთულე იყო. (ერთი მხარე არასოდესაა დამნაშავე.
ყველას ჩვენი შეცდომა დაგვიშვია) იყო ტკივილი, გაუგებრობა, წყენა, ისეთი დღეებიც, როცა მეგონა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან მძიმეები გავხდით. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იყო იმდენი სილამაზე, იმდენი თბილი წუთი, იმდენი ნამდვილი ემოცია, რომ ახლა მხოლოდ ცუდის გახსენება ჩემგან უსამართლობა იქნებოდა.
მე მახსოვს ჩვენი სიცილი. მახსოვს ის „პატარა” ეპიზოდები, რომლებიც სხვებისთვის შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროა. მე მისი თვალები მიყვარდა, რადგან ეს ყველაზე ლამაზი ადგილი იყო მთელს მსოფლიოში! მახსოვს ის მომენტები, როცა უბრალოდ მასთან ყოფნა იყო საკმარისი. და ამისთვის მადლიერი ვარ. მართლა!
მადლიერი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც მასთან განვიცადე. შეიძლება ჩვენი ისტორია იდეალური არ ყოფილა. მაგრამ ის იყო ნამდვილი. და ზოგჯერ ცხოვრებაში სწორედ ეს არის ყველაზე ძვირფასი! არა ის, რომ ყველაფერი ბოლომდე ლამაზად დასრულდა, არამედ ის, რომ ერთხელ მაინც შეგეძლო გყვარებოდა ადამიანი მთელი გულით.
ჩემი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო წლები ასე გავიარე, ბევრ რთულ დღეს გავუძელი და ისევ შემეძლო მერწმუნა სიყვარულის — შენ იყავი. (ვიცი ახლა კითხულობ) ამიტომ, ახლა არ მინდა ჩვენი ისტორია მხოლოდ შეცდომით დამთავრდეს. მინდა, მახსოვდეს ის კარგიც, რაც ერთმანეთისთვის ვიყავით.
4 წელი...
1460 დღე...
35,040 საათი...
2102400 წუთი...
126,144,000 წამი...
მინდა, მადლობა გითხრა ყველა იმ წამისთვის, როცა ჩემი ცხოვრება უფრო ლამაზი გახადე და გააფერადე!
და ალბათ ბოლოს, ამასაც დავწერ არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო, არამედ იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ძალიან ლამაზი ისტორია. შენთან. მე არ ვიცი, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ახლა უბრალოდ მინდა გავჩუმდე, მივიღო ჩემი შეცდომა და გავუშვა ის, რაც უნდა გავუშვა.
და თუ ოდესმე ამ ყველაფერს გაიხსენებ, მინდა გახსოვდეს არა ჩემი ბრაზი, არა ჩემი ეჭვები, ჩხუბი და არა ჩემი ბოლო უსამართლო სიტყვები. არამედ ის, რომ მე შენ მიყვარდი. ძალიან! და ამ სიყვარულმა დროს გაუძლო და ბევრ სირთულეს! და ბედნიერი ვარ, რომ ერთხელ მაინც მქონდა შესაძლებლობა ასეთი დიდი სიყვარული განმეცადა ცხოვრებაში.
ეს არის ჩემი ბოლო სიტყვები. უბრალოდ მადლობა, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში. და საჯაროდ გიხდი ბოდიშს რომ ამდენად არასწორად გამოვიტანე ემოციურ ფონზე ის, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.
მშვიდობით? ნახვამდის? არ ვიცი. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა თქვენთვის ჩემო მკითხველებო. მიყვარხართ ყველა და უდიდესი მადლობა თქვენი თანადგომისთვის! მე ეს მაშინ (ახლა მით უმეტეს) ჰაერივით მჭირდებოდა.. უდიდესი მადლობა ყველას! მიყვარხართ უსაზღვროდ!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: