10 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ეს დღე მშვენიერია ცვლილებებისთვის.
„10 ივნისის მმართველი პლანეტაა მთვარე, დღევანდელი დღის გამოყენება, შეგიძლიათ ნებისმიერი ახალი საქმის წამოსაწყებად, ტრანსფორმაციისა და ცვლილებისთვის“,- აღნიშნავს ნინა სუსლოვა.
♈ ვერძი
თქვენთვის ნაყოფიერი დღე იქნება, მარტივად მოახერხებთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. თუ ახალი ურთიერთობის დაწყება, ან ძველის შეცვლა გინდოდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დღე.
♉ კურო
თუ რაიმე მნიშვნელოვანს გეგმავთ, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. თუ ორიენტირდებით საკუთარ შესაძლებლობებზე, ყველაფერს თავადაც მოაგვარებთ.
♊ ტყუპები
ეს დღე ნეიტრალური იქნება, შეგიძლიათ განიტვირთოთ, ენერგია აღიდგინოთ. შესაძლოა გიჭირდეთ კონცენტრაცია, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა მარტივად გამოგივათ და შთაბეჭდილებასაც მარტივად მოახდენთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები.
♋ კირჩხიბი
ხშირად, თქვენი ნეგატიური ფიქრებით, თავად წარმოქმნით პრობლემებს. იფიქრეთ პოზიტიურად, ეს დღე თქვენთვის დადებითი და წარმატებული იქნება.
♌ ლომი
ხშირად, როდესაც კონტროლს კარგავთ სიტუაციაზე, ნერვიულობთ და გგონიათ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქვენ გსურთ. დღეს, შესაძლოა ასეთი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ არ შეეწინააღმდეგოთ ამ დღის მოვლენებს, ეს თქვენ სასიკეთოდ მოხდება.
♍ ქალწული
ნაყოფიერი და აქტიური დღე გელოდებათ. დღის პირველი ნახევარი შეგიძლიათ ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოთ და დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დაუთმოთ.
♎ სასწორი
შეიძლება რაღაც პრობლემა შეგექმნათ, გეგმების ცვლილება მოხდეს, თუმცა ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ, თუ პოზიტიურად იფიქრებთ. შესაძლოა მოულოდნელად გამგზავრება მოგიწიოთ.
♏ მორიელი
საკმაოდ ნაყოფიერი დღე გექნებათ, თუ არ დაკარგავთ შემართებას, დღეს უნდა იყოთ გაბედულები, მიზანდასახულები, უნდა იმოქმედოთ.
♐ მშვილდოსანი
მეტი სიფრთხილე გმართებთ ადამიანურ ურთიერთობებში, ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, არ მოგატყუოთ. მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს, დეტალებს.
♑ თხის რქა
მშვიდი დღე გელოდებათ. დღეს, შეძლებთ აღიდგინოთ ენერგია, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციებს, რომლებსაც დღეს გაიგებთ.
♒ მერწყული
დღეს, განსაკუთრებით შემართებით ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიჩქარეში, შესაძლოა შეცდომები დაუშვათ. თუ მშვიდად იმოქმედებთ, ეს დღე აუცილებლად იქნება წარმატებული. კარგი დღე არის შენაძენებისთვის.
♓ თევზები
თავიდან აირიდეთ ნებისმიერი სახის კამათი. შესაძლოა, დღეს წარმოშობილ კონფლიქტს, ცუდი გაგრძელება ჰქონდეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო 32 წლის ქართველი ქალი, რომელიც ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა
⭕ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს
⭕„გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - წითელი ვარდები და მეუღლის გულთბილი მილოცვა თათია თექთურმანიძეს