ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალი ნათია გულბანი ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა.
დაკავებულია დაღუპულის ქმარი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.
„თავიდან, გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ შესაძლოა, საქმე თვითმკვლელობასთან ჰქონოდათ, რადგან დანაშაულის არავითარი კვალი არ ჩანდა. თუმცა, აივანზე აღმოჩენილი მტკიცებულებების ანალიზმა, აგრეთვე გარდაცვლილის გაკვეთამ ეჭვი გააჩინა მის შესაძლო მკვლელობასა და იმაზე, რომ სავარაუდო დამნაშავე მისი ქმარი იყო“, - ამბობენ ადგილობრივი ჟურნალისტები.
არსებული ცნობით, ქალი ესპანეთში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა.
ნათია გულბანის საცხოვრებელ სახლთან ესპანეთის მოქალაქეები და ქართველი ემიგრანტები ფემიციდის საწინააღმდეგო პლაკატებით მივიდნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბარსელონაში 32 წლის ქართველი ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს
⭕„გილოცავთ ბუთქუჩებო!“ - ნინო სურგულაძის შვილებს დაბადების დღე აქვთ