Digest Logo

ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

1794138968
ნუნუ დუღაშვილი

 ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა.

2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის შემდეგ პარკ დე პრენსზე პირველად გამოჩნდა

⭕„პარტნიორებთან კომუნიკაცია მეტად სასარგებლო, ინფორმაციული გახდება“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის

⭕„ასი ადამიანი რომ გიღალატებს და ორი-სამი გიერთგულებს, იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ერთად აღებული ასი მოღალატე“ - ზურა შევარდნაძე

✕