Digest Logo

„მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება თქვენ ზურგს უკან... მატულობს ფარული მტრები და ჭორები“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1757314992
მიხეილ ცაგარელი

„დაბნელებათა დერეფანში შევედით, რომელიც 21 რიცხვამდე გასტანს. დღევანდელ დღეს მატულობს გაღიზიანებადობა, შეიძლება ვერ ახსნათ, რატომ გიშლიან ნერვებს, ამიტომ იყავით ყურადღებით. 

დღეს სატურნი და ნეპტუნი უერთდება ბოროტ ვარსკვლავებს - რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში მატულობს ხანძრების, წყალდიდობების, ეკოლოგიური კატასტროფების და შინაგანი უარყოფითი თვისების წინა პლანზე წამოწევა, იყავით ფრთხილად. ილოცეთ და აკეთეთ სიკეთე“, - მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე, ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

მისი თქმით, დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის, სამყარო გვიადვილებს ამ დაბნელების დერეფნის გავლას. 

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 👇

♈ ვერძი 

გახსოვდეთ, რომ ჯერ ენერგოტონუსი დაბალია, არ გადაიღალოთ და ეს კვირა გაძლევთ საშუალებას მოაგვაროთ გარკვეული საკითხები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, თუ ექიმთან მისვლა მოგიწევთ ამ პერიოდში აუცილებლად გადაამოწმეთ დიაგნოზი.

♉ კურო

ახლა სიყვარულის ზონაში ხართ შესული, ყველაზე კარგი პერიოდია სწორედ სიყვარულის კუთხით. ხართ ქარიზმატული, მიზანსწრაფული და კარგი პერიოდია ასევე კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობის მისაღებად - ყველაფერში გიმართლებთ, იღბალი თქვენ მხარესაა. 

♊ ტყუპები

ენერგოტონუსი დაბალია, ძალიან გადაღლა არ არის სასურველი. მოლაპარაკებები, შეხვედრები კარგად მიდის. ზოგიერთმა შესაძლოა, სახლში რემონტიც დაიწყოს. ახლა არის კარგი პერიოდი პატრიოტიზმისთვის. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

♋ კირჩხიბი

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, აქტიური და ენერგიული ხართ. კონტაქტებისთვის, სწავლისთვის და მოლაპარაკებისთვის კარგი პერიოდია. ყველა გეხამარებათ მაქსიმალურად, ამიტომ იაქტიურეთ.

♌ ლომი  

თუ საზოგადოებრივ ფინანსებთან გაქვთ კავშირი იყავით ფრთხილად შესაძლოა, იყოს ხარჯი, რომელიც შემდეგ იქნება გაუმართებელი. ინდივიდუალურ ფინანსების კუთხით კი კარგი პერიოდია, შეიძლება ძველი საქმეებისგან მიიღოთ შემოსავალი, ან ჩაერთოთ ისეთ საქმეებში, რომლიდანაც მიიღებთ შემოსავალს. შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებისთვის ასევე კარგი პერიოდია.

♍ ქალწული

ყველაზე შარმიანი, მიმზიდველი და ენერგიულია. ყველაფერი გამოგდით და ყურადღების ცენტრში მომენტალურად ექცევით, იაქტიურეთ ყველა მხრივ კარგი პერიოდია.

♎ სასწორი

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი ფარული მტრები და ჭორები არის თქვენ ზურგს უკან, არ დაიწყოთ ახალი და სარიკსო საქმეები. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და დაისვენეთ თუ გაქვთ ამის დრო. ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო დაიცავით. 

♏ მორიელი

აქტიური, ენერგიული და ინიციატივებით სავსეა. შესაძლოა, გააუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა და იგრძნოთ სხვათა მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა ფრთხილად იყავით - თქვენ ზურგს უკან არის ახლობელი, მეგობარი, ან ნაცნობი, რომელიც ცუდად ტრიალებს, თქვენზე ჭორებს აფრქვევს და ამ მხრივ იყავით ყურადღებით, მიაქციეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან.

♐ მშვილდოსანი

აქტიური და ენერგიული ხართ. შანსები გაქვთ კარგი, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი, მაგრამ არ გადაიღალოთ რათა არ დაუშვათ შეცდომები. კარგი პერსპექტივა გაქვთ პროფესიონალური კუთხით, ელოდეთ ახალ თანამდებობას.

♑ თხის რქა

მთავარი პრობლემა არის - თუ თქვენი ტრანსპორტით მოგზაურობთ, იყავით ყურადღებით. შესაძლოა, გაფუჭდეს და გაღიზიანდეთ. ამ მხრივ იყავით ყურადღებით. ამ პერიოდში ენერგეტიკა მაღალი გაქვთ და საქმიანი და პირადით კუთხითაც კარგი პერიოდია.

♒ მერწყული

ქარიზმატული და მიმზიდველია, ინტუიცია გაქვთ მძლავრი, ამიტომ დაეყრდენით მას. ენერგოტონუსი დაბალია და არ გადაიღალოთ, 20 რიცხვის შემდეგ გეწყებათ უკეთესი პერიოდი. 

♓ თევზები

ხართ ქარიზმატული, ენერგოტონუსი მაღალია, იუმორი დახვეწილი - საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. მატულობს თქვენში სამართლიანობის უნარი, რაც ზრდის თქვენ ავტორიტეტს, მეტი კონტაქტი გქონდეთ ხალხთან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დუტა სხირტლაძის ქალიშვილი გათხოვდა - კადრები ცერემონიიდან

📸 სალომე ბაკურაძის და გვანცა დარასელიას კადრები - „ანათებთ გოგოებო!“

⭕ დუდა სანაძე: მადლობა ყველას, ეს მოგება საქართველოსთვის იყო