Digest Logo

დუდა სანაძე: მადლობა ყველას, ეს მოგება საქართველოსთვის იყო

1757307767
დუდა სანაძე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საფრანგეთთან თამაშის ტაქტიკური დეტალები გაამხილა.

„ხუთი-ხუთზე ვეთამაშეთ ფიზიკური თამაში. ისინი ვერ აგდებდნენ პერიმეტრიდან, იმიტომ რომ ფიზიკური თამაშის დროს ძალიან ძნელია გარედან ჩააგდო. ამიტომ, ეს იყო ჩვენი თამაშის ტაქტიკა. ბიჭებმა სასწაული გააკეთეს. 12 კაცმა კი არა, სტაფმაც - ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს სენსაცია. მადლობა ყველას, მადლობა გულშემატკივარს. ჩამოსულები იყვნენ და მადლობა ყველას. ეს მოგება საქართველოსთვის იყო“, - აღნიშნა სანაძემ.

ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრები საფრანგეთის დამარცხებით „ევრობასკეტის“ 1/4 ფინალში გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიფრთხილე აუცილებელია, ისეთი ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება

„იფ, ულამაზესი ხარ“ - ნინი ბადურაშვილი თეთრ სამოსში პოზირებს

🎥 „ამ გაუსაძლისი მონატრების ბოლოს უდიდესი სიხარული გვექნება“ - რა კადრებს აქვეყნებს თამუნა მდივანი