Digest Logo

„მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი

1783953926
ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი:

ორშაბათი 

გეომაგნიტური დღე

აკონტრლეთ ემოცია. ნუ გარისკავთ. მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, ქორწინება, სესხის აღება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ონიქსი ან მალაქიტი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთავრეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება. იყავით ფრთხილად და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, სახლის მშენებლობის დაწყებას, შემოქმედებითი მუშაობა, ტრადიციებში ჩაღრმავება. ატარეთ თეთრი, ყვითელი, ცისფერი, მწვანე ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, მარჯანი, აქატი, რუხი ტოპაზი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

გარტულდება გეგმების რეალიზება. კარგია რომანტიკული წვეულება, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ ხელშეკრულებების დადებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ქარვა, მთის ბროლი, სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ყურის გახვრეტას, ფინანსურ გარიგებებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება, გავლენიან პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, შეხვედრები. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს. კარგია უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, საფინანსო-საბანკო ოპერაციები, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, ცხოველის კასტრაციას, რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

დაეყრდენით ინტუიციას. კარგია კონტაქტები, დიზაინის შეცვლა, მკურნალობის დაწყება. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მეუღლე ჩემთვის გმირია, რადგან...“ - გიორგი გველესიანის და ლინდა კიკოლაშვილის ოჯახური იდილია

⭕ 14 ივლისი - ახალი მთვარე კირჩხიბში: ემოციური განახლება და საკუთარ ჭეშმარიტ არსთან დაბრუნება

⭕ შიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

წყარო: tbiliselebi.ge