Digest Logo

„მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით“ - 9 დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი

1765270899
ტაროლოგიავ

ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში 9 დეკემბრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.

მისი თქმით, კარგი დღეა იურიდიული საკითხების, დოკუმენტების გაფორმებისა და ყველა იმ საქმის მოსაგვარებლად, სადაც სიზუსტე და წესების დაცვაა საჭირო:

„9 დეკემბერი: „სამართლიანობა“ (XI) - ბალანსის და კარმის დღე.

ზოგადი დღის ფონი: „სამართლიანობა“ მიუთითებს ბალანსის, ობიექტურობის, სიმართლისა და კარმული შედეგების დღეზე. რაც დათესეთ, იმას მოიმკით. მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

მნიშვნელოვანი საკითხები: კარგი დღეა იურიდიული საკითხების, დოკუმენტების გაფორმებისა და ყველა იმ საქმის მოსაგვარებლად, სადაც სიზუსტე და წესების დაცვაა საჭირო. ნუ ეცდებით სიმართლის დამალვას ან გვერდის ავლას. იყავით ობიექტური თვითშეფასებისას.

ურთიერთობები: ურთიერთობაში ბალანსის აღდგენის დროა. გაარკვიეთ, არის თუ არა გაცემული და მიღებული ენერგია თანაბარი. თუ კონფლიქტია, ის სამართლიანად გადაწყდება. შესაძლოა, მოხდეს კარმული შეხვედრა ან ძველ პარტნიორთან დაბრუნება.

ფინანსები: ფინანსური გარიგებები უნდა იყოს გამჭვირვალე და კანონიერი. შესაძლოა, მიიღოთ კუთვნილი თანხა (პრემია, ვალი). კარგია ფინანსური დოკუმენტების აუდიტი.

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ თირკმელებსა და ენდოკრინულ სისტემას. კარგია დეტოქსიკაცია და ბალანსირებული კვება. ეცადეთ, დააბალანსოთ მუშაობის და დასვენების რეჟიმი“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძველი წელი ნელა-ნელა გვემშვიდობება... თუ ამ ღამით ცას შეხედავ, დაინახავ...“ - ბნელი ღამეები, რასაც 12 მაგიური ღამე მოსდევს, დაიწყო

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც 2026 წელს მთავარ ცხოვრებისეულ გამოწვევებს გადალახავს

„მოძღვარი ებრძვის დაცემულ ბუნებას და დემონურ სამყაროს, რომელიც იბრძვის ადამიანის წინააღმდეგ“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე