
„იუპიტერი და ვენერა განაგებს ფინანსურ სფეროს, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია მთვარის გავლენაც. მაისის 20 რიცხვამდე არის ფინანსური ზონა, რომელსაც მართავს კუროს ზოდიაქო და მართავს საბანკო, ეკონომიკურ, საფინანსო სფეროს. ამიტომ ფინანსური კუთხით თვის პირველი ნახევარი ძალიან ეფექტურის თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ.
20 რიცხვის შემდეგ მოიმატებს მფლანგველობა, თუმცა აქვე შეიძლება გაიზარდოს შემოსავალი“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.
რაც შეეხება ფინანსურ პერსპექტივებს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი - გაქვთ შესაძლებლობა ფინანსურად გაძლიერდეთ, რადგან ვენერა თქვენს ნიშანშია. მოგეთხოვებათ სტაბილიზაცია პირადი ურთიერთობების. ასევე იმოქმედეთ პრინციპით - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. იმოქმედეთ ფრთხილად. წარმატების მიღწევა შეიძლება პოეზიაში, ხელოვნებაში, სამოდელო სფეროში.
კურო - ერთ-ერთი ფინანსური გენიოსი ნიშანია, თუმცა რომანტიკოსი. 20 რიცხვამდე ყველაზე პერსპექტიული ნიშანია ფინანსური კუთხით. ადრე დაწყებული საქმეებიდან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს, ერთობლივი პროექტებიდან შემოდის თანხა. მთავარია გამოიჩინოთ მეტი აქტიურობა, გახდით უშიშარი და გაიძლიერეთ თვითრწმენა!
ტყუპები - ხართ არ მნახველი ფულის მფლანგველი. ლატარიებში იქნებით იღბლიანი, ძველი საქმეებიდან მოგივათ დივიდენდები. რას ითხოვს 20 რიცხვამდე სამყარო? ენაზე კბილის დაჭერას ფინანსებთან დაკავშირებით. ნუ ამოიღებთ ხმას და ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ.
კირჩხიბი - ხართ ასევე ერთ-ერთი ფინანსური გენიოსი. გაქვთ კარგი და საინტერესო პერსპექტივა ინტერნეტთან, აქედან შეიძლება შემოგივიდეს თანხა. მეგობრული კონტაქტები მნიშვნელოვანია, მათთან მოგივათ ერთობლივი პროექტები. იმოქმედეთ ახლებურად, შეცვალეთ მეთოდები.
ლომი - კარიერული განვითარებით მოგივათ ფინანსები, მიაწექით იმ სფეროს, სადაც ხართ. პოლიტიკაში ყოფნა იქნება წარმატებული, მშენებლობის, ეკოლოგიის, აგრობიზნესში, ფლორისტიკაც იქნება ფინანსების მომტანი. მთავარია ფულის ყაირათიანი ხარჯვა!
ქალწული - შეძლებთ ისეთი ბიზნესის პოვნას, საიდანაც ფინანსები შემოგივათ. უცხოეთთან კონტაქტი მოგიტანთ წარმატებას, თანხებს, ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება. იყავით აქტიურები, ინიციატივიანები.
სასწორი - ენას კბილი დააჭირეთ, ნუ ილაპარაკებთ ფინანსურ საკითხებსა და გაჭირვებაზე! 20 რიცხვის შემდეგ ფინანსური პერსპექტივები გაუმჯობესდება, მაგრამ ახლა თუ ხართ ჩართული ინტერნეტის სფეროში, დიზაინში, არქიტექტურაში იქნება წარმატებული.
მორიელი - თქვენი ფინანსები დამოკიდებულია პარტნიორულ ურთიერთობაზე. ჰარმონიულია თქვენი ურთიერთობა? მაშინ ფულიც შემოვა. საქველმოქმედო სფერო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის სფერო, აქედან გექნებათ შემოსავლები.
მშვილდოსანი - ძალიან კარგი საშუალებები გაქვთ პოლიტიკაში, საბანკო, ეკონომიკურ, პედაგოგიურ, ტურიზმის, სპორტის სფეროებში, საიდანაც დიდი რაოდენობით ფული შემოგივათ, თუმცა ყაირათიანად უნდა ხარჯოთ! მოიწესრიგეთ გონებაში ფინანსური სალარო!
თხის რქა - კარგია სახელმწიფო სტრუქტურებში თქვენი მუშაობა, საიდანაც წამოვა ბონუსები, პრემიები. ასევე გასართობ ინდუსტრიასთან კონტაქტი, კაზინო, რესტორანი - შემოგივათ უზარმაზარი შემოსავლები.
მერწყული - ყველაზე კარგი შანსები და პერსპექტივები გაქვთ სასტუმროს, კომპიუტერულ, სამეცნიერო სფეროში, სადაც დადგებით პრემიის, ბონუსის წინაშე. ყური დაუგდეთ ინტუიციას, რეფორმები ძალიან კარგი იქნება! ფულს მიეცით გასაქანი.
თევზები - მრავალფეროვანი კონტაქტებით, შეხვედრებით, მოლაპარაკებებით გექნებათ შემოსავლები. დაამყარეთ მეტი ურთიერთობა უცხოელებთან, მასმედია, ჟურნალისტიკა, პრესა, რადიო, სამაკლერო სფერო მოგიტანთ ფინანსებს.
ასევე დაგაინტერესებთ: