Digest Logo

🎥 „არ მინდა ჩემმა შვილმა აღმიქვას როგორც მისი დაქალი, ძალიან მკაცრი დედა ვარ, სახელს ვერ დამიძახებს!“ - ხატია სიჭინავა

1746712836
ხატია სიჭინავა

ტელეეკრანებიდან გამქრალი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს.

ხატია სიჭინავას და სპორტსმენს, რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

ჟურნალისტი გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

„ჩემთვის პრიორიტეტი იყო და არის რელიგია, სამწუხაროდ ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტი თაობა მოდის, ნებისმიერ შენიშვნაზე დეპრესია ემართებათ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მშობლები მასწავლებლებს სთხოვენ, შენიშვნა არ მისცენ. 

სუბორდინაცია არ უნდა დაირღვეს დედასა და შვილს შორის, არ მინდა ჩემმა შვილმა აღმიქვას როგორც მისი დაქალი. მე თუ ჩემი პოზიცია არ მაქვს დაცული, ყველაფერს გამიბედავს! 

ძალიან მკაცრი დედა ვარ, ჩემი შვილი სახელს ვერ დამიძახებს!“, - ამბობს ხატია სიჭინავა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯანქ ფუდი“ აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე წერს

„ეს ბიჭი არის მაგალითი თავმდაბლობის, ადამიანობის, სიკეთის... ესაა ღვთის წყალობა! მეტირება ისე ვამაყობ“ - ნინი შერმადინი კვარაცხელიაზე

⭕ დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს