ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (13 აპრილი - 19 აპრილი): ახალი პროგრამის გაშვება
მიმდინარე კვირა გაზაფხულის უმთავრესი ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული რუბიკონია. თებერვალ-მარტის ემოციური სტაგნაცია საბოლოოდ სრულდება! 15 აპრილიდან, მერკურის ვერძში გადასვლით, იწყება ნამდვილი „საქმიანი გაზაფხული“. ფარული იდეები ზედაპირზე ამოდის, ხოლო აზროვნება უკიდურესად პირდაპირი და მიზანმიმართული ხდება.
კვირის მთავარი მოვლენა — 17 აპრილის ახალმთვარეობა ვერძში — სუფთა ფურცლიდან დაწყების და ახალი, დინამიკური პროგრამის ჩართვის საუკეთესო შესაძლებლობაა.
გაფრთხილება: პლანეტების გადატვირთულობა ცეცხლოვან ვერძში ჰაერში უზარმაზარ ენერგეტიკულ მუხტს ატრიალებს. ამ ენერგიის კონსტრუქციულად მართვა და 16-დან 20 აპრილამდე მოლაპარაკებებში დიპლომატიის შენარჩუნება გადამწყვეტი იქნება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
⭕დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
⭕„ქოლგა და საწვიმარი თქვენი თანმხლები უნდა გახდეს“ - 13 აპრილის ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან