Digest Logo

🎥 „მინდა, საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე

1751052248
მარიამ შუკაკიძე

ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ გლობალურ პოლიტიკასა და ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს და ამავდროულად, მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მიუხედავად გლობალურად მზარდი დაძაბულობისა, ასტროლოგიური პროგნოზები საქართველოს მიმართ დადებით ტენდენციებს აჩვენებს. 

როგორც შუკაკიძე განმარტავს, იუპიტერი - კეთილისმყოფელი პლანეტა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნების ბედზე და ამჯერად, მისი ტრანზიტი საქართველოსთვის სტაბილურობისა და დაცვის ენერგიას ატარებს.

„მსოფლიოში მოგეხსენებათ არეულობაა, ომების წელია, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო, ჩვენ არ შეგვეხება ეს ყველაფერი, რადგან იუპიტერის ტრანზიტი ჩვენს ქვეყანას სწყალობს“, – აღნიშნა შუკაკიძემ.

ასტროლოგის შეფასებით, ეს დრო ასევე შეიძლება ხელსაყრელი იყოს ქვეყნის შიდა განვითარებისთვის და საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდება, შეიძლება დავიწყოთ პროექტებიც და ქვეყანას ექნება წინსვლა. საქართველოსთვის კარგი პერიოდია და დაცულები ვართ ღვთიური მადლით“, - ამბობს ასტროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ექსკლუზიური რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან! - „ჭიქა აავსეთ წყლით, ფურცელზე ჩამოწერეთ სურვილები...“

⭕„ჩემი ბიჭები“ - ხვიჩა კვარაცხელია ძმის და შვილის ფოტოს აქვეყნებს

🎥 „ორი კახა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს