Digest Logo

🎥 ექსკლუზიური რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან! - „ჭიქა აავსეთ წყლით, ფურცელზე ჩამოწერეთ სურვილები...“

1751050074
მარიამ შუკაკიძ

ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც „მაგიური პერიოდის“ შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას საინტერესო და მარტივად შესასრულებელი რიტუალი გაუზიარა.

როგორც ასტროლოგი აცხადებს, მაგიური პერიოდი გაგრძელდება 29 ივლისის ჩათვლით, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ხელსაყრელია სურვილებზე ფოკუსირებისა და ენერგეტიკული გაწმენდისთვის.

„მთვარის ელექსირი სურვილებისთვის – მარტივი რიტუალი 29 ივნისის ჩათვლით

ასტროლოგიური და ენერგეტიკული რიტუალების მიმდევრებისთვის 29 ივნისის ჩათვლით მოქმედებს შესაძლებლობა, მოამზადონ ე.წ. მთვარის ელექსირი, რომელიც პოზიტიური განწყობის, მადლიერებისა და სურვილების ასრულების ენერგიაზეა ორიენტირებული.

რიტუალისთვის დაგჭირდებათ:

✅ კალამი
✅ ფურცელი
✅ გამჭვირვალე ჭიქა
✅ წყალი

რიტუალის ჩატარების წესი:

✅ წყლით შეავსეთ გამჭვირვალე ჭიქა.
✅ ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, შემდეგ დაკეცეთ.
✅ დადეთ ფანჯრის რაფაზე და ჭიქა დაადგით ზემოდან ისე, რომ ფურცელი ჭიქის ქვეშ აღმოჩნდეს.
✅ დატოვეთ მთელი ღამე მთვარის სინათლეში.
✅ დილით, უზმოზე, დალიეთ წყალი და თქვით: „მადლობა ზეცას, მთვარეს დახმარებისთვის.“

ასტროლოგიური რწმენით, ეს რიტუალი ეხმარება ადამიანებს მიზნებზე კონცენტრირებასა და ენერგიის სწორად მიმართვაში.

სურვილებით სავსე ფურცელი შეგიძლიათ შეინახოთ“, - ამბობს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ბიჭები“ - ხვიჩა კვარაცხელია ძმის და შვილის ფოტოს აქვეყნებს

🎥 „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე“ - ბარბარე ჯანაშია აშშ-ში გადადის საცხოვრებლად

🎥 „ორი კახა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს