იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ლოცვის შესახებ ესაუბრება და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.
როგორც იგი წერს, სამყაროს გულწრფელობა და უპირობო ნდობა სჭირდება, უფლისთვის დათმობილი დრო კი ცხოვრებას აუცილებლად შეცვლის.
„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბევრს აინტერესებს ხოლმე და სჭირდება.. თუმცა ცნობიერად არ იყენებს და მერე ამბობს „არ დამეხმარა” შეუძლებელია! თუ ლოცვა „ვერ გეხმარება“ ესეიგი რწმენას უნდა გადახედო.. ან ფანატიკურად, მექანიკურად და გაუაზრებლად კითხულობ, ან გამორჩენის მიზნით.. სამყაროს კი, გულწრფელობა და უპირობო ნდობა სჭირდება!
როგორც კი დაიწყებ დროის დათმობას უფლისთვის, როგორც კი შეძლებ დისციპლინირებულად და ცნობიერად ლოცვის წაკითხვას ყოველდღე, შედეგს თავად ნახავ და დარწმუნდები რომ ბევრი დრო დაკარგე უაზრო უსუსურებასა და დაუცველობაში.. თავად დარწმუნდები, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ „გაიხსნება” გზები..
90-ე ფსალმუნი: ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი ლოცვა!
რაში ეხმარება ადამიანს: უხილავი და ხილული საფრთხეებისგან დაცვა.. შიშის, პანიკისა და შინაგანი დაძაბულობის შემცირება.. ენერგეტიკული განწმენდა და დამშვიდება.. სულიერი გამაგრება და რწმენის გაძლიერება.. ღვთის მფარველობის შეგრძნება ყოველდღიურობაში!
მოკლე ინსტრუქცია: წაიკითხე დილით ან ძილის წინ, მშვიდ გარემოში. წაკითხვისას ყურადღება მიაქციე სიტყვების შეგრძნებას, არა მხოლოდ ტექსტს. შეგიძლია წაიკითხო 3-ჯერ, დაცვისა და განმტკიცებისთვის..
დასრულებისას და სახლიდან გასვლისას ჩუმად თქვი: „უფალო, შენი მფარველობა იყოს ჩემთან და ჩემს სახლთან.“
ლოცვანი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ...
(90-ე ფსალმუნი)
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
(90ე ფსალმუნი)
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს.
2. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე;
5. საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი.
6. ვარა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა.
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი.
13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შეინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ,“ - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - დეტალები
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია