Digest Logo

„მისი ენერგია მჭიდრო კავშირშია განადგურებისა და ხელახლა დაბადების თემებთან“ - ხათუნა ნოელი ვენერასა და ანტარესის შეერთებაზე

1765105602
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი  მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვენერასა და ანტარესის შეერთებაზე საუბრობს:

„ანტარესი, ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, აღმაფრთოვანებულია თავისი წითელი ელფერითა და სიკაშკაშით. მას ხშირად „სამეფო ვარსკვლავსაც“ უწოდებენ. ეს წითელი სუპერგიგანტი, დედამიწიდან დაახლოებით 600 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და ჩვენს მზეზე დაახლოებით 10 000-ჯერ უფრო ანათებს. მისმა გამორჩეულმა ფერმა და სიკაშკაშემ მას უძველეს ასტროლოგიურ სისტემებში საპატიო ადგილი მოუპოვა.

უძველეს მესოპოტამიაში ის ასოცირდებოდა ნერგალთან - ომის ღმერთთან მოწითალო ფერის გამო; მოგვიანებით ასოცირდა მარსთან. თავად მისი სახელწოდება, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ანტი-არესი“ ან „არესის მეტოქე“ (არესი მარსის ბერძნული სახელია), საბრძოლო ენერგიაზე,სიმამაცეზ,გამბედაობასა და საბრძოლო სულისკვეთებაზე მიუთითებს.

მეტაფიზიკურად ითვლება რომ, ანტარესს მთავარანგელოზი ურიელი მართავს, რომელიც ასოცირდება დაბადებასთან, სიკვდილთან და სიცოცხლის ტრანსმუტაციასთან, ამიტომ მისი ენერგია მჭიდრო კავშირშია განადგურებისა და ხელახლა დაბადების თემებთან, სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლთან.

ანტარესის მოწითალო ელფერი ხშირად ინტენსივობასა და ვნებასთანაც ასოცირდება. მისი გავლენა, სიმძაფრეს და სიღრმეს მატებს ცხოვრების იმ სფეროებს, რომლებსაც ის ნატალურ რუკაში ეხება, აძლიერებს სურვილებსა და ამბიციებს, შთააგონებს ადამიანებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ანტარესი მოგვიწოდებს, შევესაბამოთ ჩვენს ნამდვილ მიზანს; აქარწყლებს ილუზიურ ფასადებს; გვამხნევებს, ვიცხოვროთ ჩვენი ძირითადი ღირებულებების შესაბამისად; შიშისა და ყოყმანის გარეშე მივიღოთ ჩვენი ნამდვილი „მე“. თუმცა, ეს ინტენსივობა ასევე მოითხოვს ბალანსს; ზომიერების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს იმპულსურობა ან კონფლიქტები.
რატომ ვწერ ახლა ამას?

ხვალ და ზეგ (8-9 დეკემბერი) ვენერა ზუსტად გადის ანტარესს, და ამ კოსმოსურ შეხვედრაში იხსნება ის წერტილი, სადაც სურვილი და სიმამაცე უნდა გაერთიანდეს.

როგორც იცით, ვენერას აბარია ჩვენი შემოქმედება, ფული, სიამოვნება. და ეს შეერთება გვანახვებს ჩვენს რეალურ სურვილებს და ვნებებს ამ მიმართულებით — არა ზედაპირულ, არამედ გულში დამალულ, ნამდვილ სურვილებს. გვახსენებს, რა გვინდა, ვისთან გვინდა, რა უნდა მივიღოთ და სად უნდა შევაჩეროთ ძველი, გაცვეთილი სცენარები.

აღმოაჩენთ, რომ სიყვარულის და მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობის ახლებურად გაგების პროცესში ვართ. რომ სიყვარულის ენერგიას ცვლილებისა საშუალება ეძლევა, რომ მოსულა დრო გარკვეული ურთიერთობების დასრულების და ახალი ფურცლის დაწყების დრო .ახლა ის დროა, როცა არჩევანი გასაკეთებელია ღირებულებებშიც და სიყვარულში.

ახლა ვეღარსად ვერ დავიმალებით — გულწრფელობა და სიმამაცე უნდა გახდეს ახალი ციკლის გასაღები და თუ გავბედავთ, შევძლებთ საკუთარი მიზნების, ურთიერთობებისა და თვითგამოხატვის ახალ, უფრო სწორ, გნებავთ- შესაფერის საფეხურზე გადასვლას.

მაგრამ რადგანაც ვენერა ანტარესის შეერთება იმდენად ძლიერია, ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება კონფლიქტიც გამოიწვიოს, ამიტომ ყველა ნაბიჯი უნდა გავიაროთ შეგნებულად, ვნება კი არ დავთრგუნოთ, არამედ სწორად ვმართოთ.

ამიტომ უნდა გავიაზროთ - რა გვიყვარს რეალურად? რა გვსურს სინამდვილეში? ვის შეგვიძლია და გვინდა ამის შესახებ ვუთხრათ? ვისთან აღარ გვსურს სიახლოვე? ვინ არის ის, ვისთანაც თავს ბედნიერად გრძნობ? და გავწყვიტოთ ის, რაც დროს, ენერგიას და შინაგან რესურსებს გვაკარგვინებს ფუჭად.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დღე რაღაც ლამაზის შესაქმნელად, თუნდაც ეს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა იყოს. რატომაც არა? მაგრამ ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად. დაუკვირდი, ეს მართლა შინაგანი, მომწიფებული სულის ძახილია თუ მხოლოდ უცაბედი იმპულსი.

მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარი გოგო ხარ, უხდები ნიუ-იორკს“ - თამო ვაშალომიძე აშშ-ს ქუჩებში პოზირებს

„დღეს იწყება ახალი ციკლი, იმოქმედე თამამად!“ - თაკო მელიქიშვილი 7 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„დროა ბიუჯეტის დაგეგმვის, ინვესტიციების გრძელვადიან პერსპექტივაში განხილვისა და ფინანსური დისციპლინის გამკაცრების“ - 7 დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი