ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. როგორც მისი პოსტებიდან ვიგებთ, ეს მისთვის დიდი ხნის ოცნება იყო. როგორც ცნობილია, იგი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის პრეზენტაციაზე იმყოფება.
თამომ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაავრცელა, მოდელი აშშ-ს ქუჩებში პოზირებს:
„საოცარი გოგო ხარ, უხდები ნიუ-იორკს“.
„მგონი აქ დაგიტოვებთ ქართელები“.
„ძალიან მიხარია შენი წარმატება“, - წერენ კომენტარებში.
ცოტა ხნის წინ მსახიობი მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1173041131623195

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს იწყება ახალი ციკლი, იმოქმედე თამამად!“ - თაკო მელიქიშვილი 7 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე