გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მთავარი განსახილველი თემა ღალატი იყო. წამყვანის ერთ-ერთი სტუმარი ეზოტერიკოსი, ასტროლოგი ანზორ ოდიშარია იყო, სადაც მან აღნიშნულ თემაზე საჯაროდ ისაუბრა.
როგორც თავად ანზორ ოდიშარია ამბობს, ღალატი პატიებადია, თუმცა რიტმის აღდგენას ეზოტერიკულად 8-9 წელი სჭირდება.
„ეზოტერიკა ღალატს სხვანაირად აღიქვამს. მას კანონიერად სჯის და ითვლება, რომ თუ ცოლ-ქმარმა ერთმანეთს უღალატა, კარმულად ისჯება ორივეს და ერთმევათ წარმატება და კეთილდღეობა.
ამ რიტმის აღგენას 8-9 წელი სჭირდება. ღალატის პატიება შეიძლება, მაგრამ ადამიანს ისეთი ინსტინქტები აქვს, რომ ქვეცნობიერად პასუხისმგებლობას ვერ იღებს.
ენერგეტიკულად ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, ანუ იჭრება და რისი წაშლაც უჭირს გადაწყვეტილების მიღებაში ისაა, რომ მისი ნაწილი, იმ პარტნიორში ჩადებული თუ უკან არ დაიბრუნა, მისი სული მთლიანი არ იქნება და დაიტანჯება“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თანაცხოვრების 12 წელი და 2 შვილი - კადრები მაშო მელქაძის ჯვრისწერიდან