მსახიობი მაშო მელქაძე, ფართო საზოგადოებამ „რუსთავი 2-ის” პროექტ, „ქლაბ შოუში” გაიცნო, სადაც ის ეკა აფშილავასთან ერთად სხვადასხვა ხუმრობით ახალისებდა მაყურებელს. მართალია, მას ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ, მაინც თეატრი არჩია.
მოგვიანებით კი მაშომ ტელემაყურებელს კვლავ შეახსენა თავი და გამოჩნდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლის – ნინის როლს ასახიერებს.
მაშომ 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვრისწერა გადაწყვიტა, რასაც მისი ორი შვილიც ესწრებოდა. კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ეკატერინე ესებუა ავრცელებს.
„თავისუფალი თეატრის მსახიობმა მაშო მელქაძემ, 12 წლის თანაცხოვრებისა და ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის რჩეულზე. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურადაც მიუდგა ამ საკითხს.
კაცი მრავალ ქარცეცხლში უნდა გამოატარო და ისე დათანხმდე ცოლობაზე.
ოჯახი 7 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. წყვილმა, ჯვრისწერის დღეს დამბოში მიმიწვია ფოტოსესიაზე.
ყოველთვის მახარებს მსახიობებთან მუშაობა. მაშომ ძალიან საინტერესო პატარძლის იმიჯი შემოგვთავაზა“, - წერს ეკატერინე ესებუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი გასვიანი შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს